სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებელს შეუძლია, პირბადე არ ეკეთოს თუ... - პრემიერის გადაწყვეტილება
30-03-2022
-
+


პირბადის ტარების წესში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რა შემთხვევაში აქვს უფლება პირს დახურულ შენობაში/სივრცეში არ ატაროს პირბადე.

ცვლილებაში, რომელიც 28 მარტიდან შევიდა ძალაში აღნიშნულია, რომ პირს შეუძლია პირბადე არ გამოიყენოს თუ საჯარო და კერძო დაწესებულებებში გამართულ შეხვედრებზე/თავშეყრისას გამომსვლელს/მომხსენებელს შეუძლია, არ გამოიყენოს პირბადე გამოსვლისას/მოხსენებისას, თუ იგი დაიცავს არანაკლებ ერთი  მეტრის სოციალურ დისტანციას. 

ეს კი იმას ნიშნავს, რომ თავის მხრივ მასწავლებსაც შეუძლიათ საკლასო ოთახში პირბადე მოიხსნან მაგალითად იმ შემთხვევაში, როცა დაფასთან დგას, გაკვეთილს ხსნის და მოსწავლეებისგან მინიმუმ ერთ მეტრიანი დისტანცია აქვს დაცული.

ამასთან, პირბადის გამოყენება სავალდებულო რჩება:

საჯარო და კერძო დაწესებულებების მისაღებში; ასევე შეხვედრებზე/თავშეყრისას, როდესაც შეუძლებელია ერთი მეტრის სოციალური დისტანციის დაცვა;

დახურული ტიპის ბაზრებსა და ბაზრობებზე.

იხილეთ: სკოლებსა და ბაღებში პირბადეები მოიხსნა? - საკოორდინაციო საბჭომ სამედიცინო ნიღბებთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

სკოლები და ბაღები აღარ დაიხურება - „ეპიდემიოლოგიური სურათი უმჯობესდება“

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება