სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ინტელექტ-ჩემპიონატი ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და მუნიციპალიტეტის წარმოჩენის საშუალებას აძლევს“ - „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
01-03-2018
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი გრძელდება.

ამჯერად „ამბროლაურის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა.

ამბროლაურის კომპლექსურ სასპორტო სკოლაში გამართულ ღონისძიებას საკრებულოს წარმომადგენელი მარიამ ჯაფარიძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ.

„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე თამარ ბენდიანიშვილი დაეუფლა.

როგორც თამარი აღნიშნავს, გამარჯვება მისთვის მოულოდნელი იყო: 

„ძალიან ბედნიერი ვარ. მოულოდნელი იყო გამარჯვება. პროექტში მონაწილეობა მეგობრების თხოვნით მივიღე, მათი თანადგომის გარეშე ვერაფერს შევძლებდი. მადლობა „ეტალონს“, რომ მომცა გამოცდილება და წარმატებისკენ სწრაფვის სტიმული.“

ამბროლაურის საკრებულოს წარმომადგენელი მარიამ ჯაფარიძე  მადლობას უხდის პროექტს ბავშვებში განათლებისა და სამოქალაქო თვითშეგნების ჩამოყალიბებისათვის:

„ეტალონი“ მართლაც ეროვნული პროექტია, რომელიც განათლებულ მომავალ თაობას ახალისებს და მათში სამოქალაქო თვითშეგნების დამკვიდრებას ემსახურება. მადლობას ვუხდით გოჩა ტყეშელაშვილს და წარმატებებს ვუსურვებ პროექტს“.

ამბროლაურის რესურსცენტრის ხელმძღვანელი კახა რეხვიაშვილი მოხარულია მოსწავლეების შედეგებით და აღნიშნავს, რომ პროექტი ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და მუნიციპალიტეტის წარმოჩენის საშუალებას აძლევს:

„ამბროლაური მოხარულია „ეტალონის“ მასპინძლობითა და ჩვენი ბავშვების წარმატებული ასპარეზობით. პროექტი ჯანსაღ კონკურენციას აყალიბებს და ახალგაზრდებს საკუთარი თავისა და მუნიციპალიტეტის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. მადლობა „ეტალონის“ შემოქმედებით ჯგუფს გაწეული შრომისთვის“.

„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ მასწავლებელი ელდარ გოგორელიანი გამარჯვებულს ნიჭიერ და წარჩინებულ მოსწავლედ ახასიათებს:

„თამარი ფრიადოსანი მოსწავლეა, ძალიან ნიჭიერი, ზრდილი, მეგობრული. მთელ სკოლას მისი იმედი გვაქვს. მადლობა „ეტალონს“ ამ ემოციებისთვის და ბავშვებში განათლების წახალისებისთვის“.

„ამბროლაურის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი თამარ ბენდიანიშვილი ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

მანამდე ინტელექტ-შეჯიბრი გრძელდება. „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“. 

ფოტოების სრულად სანახავად, იხილეთ ბმული

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პროგრამა ყველა პირველკლასელს შეეხება - მთავრობის განკარგულება ძალაშია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება