სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

„სკოლების დახურვამ ბავშვებზე ძალადობა გაახშირა - განათლების გლობალური კრიზისია“
11-03-2022
-
+


ძალადობის მაჩვენებლის ზრდა, ფსიქიური პრობლემები, სკოლების დახურვა... ორგანიზაცია save the children იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლის წინაშეც პანდემიის პერიოდში ბავშვები აღმოჩნდნენ; ექსპერტების განცხადებით, ეს საკითხები სასწრაფოდაა მისახედი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში კრიზისები უფრო გაღრმავდება.

პირველი, რაც პანდემიამ აშკარად გამოკვეთა, ეს ბავშვების მიმართ ძალადობაა - კვლევამ ცხადყო, რომ ეკონომიკური „შოკი“ და სკოლების დახურვა, პირდაპირ კავშირშია ბავშვთა მიმართ ძალადობის ზრდასთან. Save the Children-ის გამოკითხვაში, რომელშიც 2020 წელს 37 ქვეყანაში 25 000 ადამიანი მონაწილეობდა, ბავშვებმა ღიად განაცხადეს, რომ მათზე ძალადობა უფრო გახშირდა ვიდრე იმ პერიოდში, როდესაც სკოლაში დადიოდნენ.

მეორე ნეგატიური ფაქტორი ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებაა და ამ მხრივაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სკოლების დახურვამ - გაურკვევლობა, სტრესი და დეპრესია გამოიწვია.

პანდემიის პერიოდში უფრო მეტი ბავშვი გახდა დამოკიდებული ტექნიკაზე, თუმცა მათ არ გააჩნდათ სათანადო ცოდნა თუ რესურსი, რითაც დაზღვეულები იქნებოდნენ ონლაინ-ძალადობისგან; განსაკუთრებით მაღალი მაჩვენებელი ამ მხრივ დანიაში დაფიქსირდა - Save the Children-ის ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ბავშვების 42%-მა განიცადა ონლაინ ძალადობა გასულ წელს.

შემდეგი ფაქტორია სკოლების დახურვა - COVID-19-ის პანდემიამ განათლების გლობალური კრიზისი გამოიწვია - 1,6 მილიარდ ბავშვი სკოლის მიღმა დარჩა. სკოლების ხანგრძლივი დახურვა ცუდად აისახა ბავშვებზე.

ასევე გაიზარდა სიღარიბის მაჩვენებელი - 2 წელიწადში დაახლოებით 100 მილიონი ბავშვი აღმოჩნდა უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება