სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო

რუსეთის 300-ზე მეტმა მასწავლებელმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვა
03-03-2022
-
+


300-ზე მეტმა მასწავლებელმა რუსეთის 35 რეგიონიდან უკრაინაში ომის შეწყვეტა მოითხოვა.

„მასწავლებლები ვართ და ძალადობა წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი პროფესიის არსთან. ომის დროს დაიღუპებიან ჩვენი მოსწავლეები, გამწვავდება ქვეყანაში სოციალური პრობლემები.... ჩვენ ვუერთდებით ომის საწინააღმდეგო პროტესტს და ვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს ცეცხლი“, - აღნიშნულია ღია წერილში, სადაც რუსეთის მასწავლებლები ხაზს უსვამენ, რომ შეჭრა უკრაინაში მოხდა რუსეთის მოსახლეობის სახელით, თუმცა მისი ნების წინააღმდეგ.

მიმართვის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერი გახლავთ რუსული ენისა და სამართლის მასწავლებელი ვსევოლოდ ლუხოვიცკი, რომელმაც განაცხადა, რომ სხვაგვარად არ შეეძლო, რადგან შემდეგ, მოსწავლეები უმოქმედობაში აუცილებლად დაადანაშაულებდნენ. მან ასევე დასძინა, რომ არ ეშინია სანქციებისა და პრობლემების, რომელიც შესაძლოა სამსახურში შეექმნას:

„მხოლოდ ერთი რამის მეშინია: მოსწავლეებმა უმოქმედობაში არ დამდონ ბრალი. მასწავლებელი ვარ, აღმზრდელი, შეუძლებელია, ბავშვებს ვესაუბრო ჰუმანიზმზე, კაცთმოყვარეობაზე და ვდუმდე მიმდინარე მოვლენებზე“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგამოცდო პროგრამები მასწავლებლებისთვის - დავალებების ნიმუშები, შეფასების კრიტერიუმები და სტრუქტურულ თავისებურებები

მასწავლებლებს რეგისტრაციის საფასურის გადახდა მოუწევთ - ზამთარში პედაგოგები 1 ან 3 გამოცდას ჩააბარებენ

პირველ ადგილზე გასული გუნდები 2027 წლის გაზაფხულზე ქვემო ქართლის რეგიონულ ეტაპზე წალკის მუნიციპალიტეტს წარადგენენ

„გვაქვს სკოლები, სადაც შეიძლება საგნის მასწავლებელი არ არსებობდეს, ან ასწავლიდეს არაკვალიფიციური სპეციალისტი...“

საცდელი ტესტირება ხვალ, 20 ოქტომბერს გაიმართება - NAEC რეგისტრაციის დეტალებზე

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება