სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ვცდილობ სკოლაში შევქმნა მეგობრული, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი გარემო“- მაია ხალილაშვილი, კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი
17-02-2022
-
+


რა ახარებს როგორც დირექტორს? რა არის დღევანდელობაში საჭირო? და მისი აზრით, რა არის ის უმთავრესი, რაც მოსწავლეს უნდა ვასწავლოთ? - etaloni.ge-ს ამ და სხვა საინტერესო ბლიც-კითხვებს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი მაია ხალილაშვილი პასუხობს. 

- უმთავრესი, რასაც მოსწავლეს ვასწავლით. . .
- ყველაფერს, რაც დაკავშირებული იქნება მის მომავალ ცხოვრებასთან და შეძლებს გამოიყენოს საჭირო დროს, ის ცოდნა რასაც ის სკოლაში ჩვენგან მიიღებს.

- ვფიქრობ, იდეალური მოსწავლე. . .
- იდეალური და სრულყოფილი არც არაფერია ცხოვრებაში. მაგრამ ჩვენი ვალია შევუქმნათ თითოეულ ბავშვს განწყობა, რომ ისინი განუმეორებლები, განსხვავებულები და უნიკალურები არიან. თითოეულს თავისი საქმე აქვს საკეთებელი რასაც სხვა ვერ გააკეთებს.

- ვცდილობ სკოლაში შევქმნა. . .
- მეგობრული, კეთილგანწყობილი, თანამშრომლობითი გარემო, სადაც მასწავლებლები მოსწავლეების მეგზურები და გზამკვლევები იქნებიან ახალი ცოდნის მიღებაში.

- როგორც დირექტორს, მახარებს რომ. . .
- ვიგებ ჩემი სკოლის მასწავლებლის თუ მოსწავლის ნებისმიერ პროგრესს და წინსვლას.

- კოლეგებისგან ხშირად მესმის. . .
- ყოველთვის მზაობა, ურთიერთთანადგომისკენ და დახმარებისკენ.

- დღევანდელობაში საჭიროა. . .
- როგორც ყოველთვის: გულწრფელობა, სამართლიანობა, მიუკერძოებლობა, ურთიერთგაგება, შემწყნარებლობა.

- იმედი მაქვს, რომ. . .
- რაც ყველას გლობალურ დეპრესიაში გვაგდებს - ეპიდემია - მალე დასრულდება და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება