სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუტირის საჯარო სკოლის პედაგოგი მაია ფეიქრიშვილი და მისი მოსწავლეები ლიტერატურულ კონკურსში მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
24-01-2022
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლის ისტორია-გეოგრაფიის მასწავლებელმა, მაია ფეიქრიშვილმა თავის მოსწავლეებთან - მარიამ ცაგურიასთან (XI კლ), მარიამ გრიგოლიასთან (X კლ) და თორნიკე რუხაძესთან (VIII კლ) ერთად ლიტერატურულ კონკურსში - „ჩვენი ქვეყნის ისტორიის საუკუნოვანი მარგალიტები“ მონაწილეობდა. 

კონკურსის მონაწილეებმა საკონკურსოდ დაამუშავეს თემები: „მიწისქვეშა საგანძური“ (მ.ცაგურია), „ჩვენი დროის გმირი  ივერი ბუაძე“ (მ.გრიგოლია) და „რუხაძეთა გვარის ისტორიისათვის“ (თ.რუხაძე).

ახლახანს, სკოლის დირექტორმა ზურაბ თოდუამ მიიღო იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის, აკადემიკოს გარი ჩაფიძის ხელმოწერით საპატიო სიგელი მასწავლებლის სახელზე და სიგელები მოსწავლეთათვის.

სკოლის დირექცია პედაგოგსა და მის მოსწავლეებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

„ვულოცავთ მასწავლებელსა და მოსწავლეებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას, ნამდვილად პატივია, ფლობდე იაკობ გოგებაშვილის სახელობის ნებისმიერი სახის ჯილდოს... გვინდა, მადლობა გადავუხადოთ პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილეს ქ-ნ ლეილა გეგეშიძეს, რომელმაც სიტყვიერადაც გადმოგვცა მადლობა საკონკურსოდ წარდგენილი საინტერესო თემებისათვის, აქტიურობისათვის და სიურპრიზად დაგვიტოვა ერთ-ერთი თემის, როგორც კონკურსის საუკეთესო და გამორჩეული ნამუშევრის, დაბეჭდვა ჟურნალის - „სკოლა და ცხოვრება“ სპეციალურ გამოშვებაში. ასე დავიწყეთ 2022. ეს ერთი და სხვა მრავალი წარმატება... “,- აღნიშნულია დირექციის წერილში.

იხილეთ ფოტო:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება