სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გაუწყინარის საჯარო სკოლაში ზღაპრული საახალწლო ღონისძიება გაიმართა
06-01-2022
-
+


აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გაუწყინარის საჯარო სკოლაში საახალწლო ღონისძიება მოეწყო. 

მასში მოსწავლეები დიდი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ იმღერეს, იცეკვეს, ლექსები წაიკითხეს და ახალი წელი ყველას მიულოცეს. აღნიშნული აქტივობა ისტორიის პედაგოგის მერაბ თოფურიას ორგანიზებით გაიმართა.

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებს საჩუქრებიც გადაეცათ.  

სკოლა ახალ 2022 წელს ყველს ულოცავს და იმედოვნებენ, რომ ახალი წელი ნაყოფიერი და წარმატებული იქნება.

„მიუხედავად ქვეყანაში არსებული პანდემიისა, რომელმაც გაუწყინარის საჯარო სკოლაშიც მცირე შეფერხებები გამოიწვია, მთელი ამ ხნის განმავლობაში, ჩვენთან ნაყოფიერი სწავლის პროცესი წარიმართა, რომლის დასასრულსაც სკოლის სააქტო დარბაზში ტრადიციულად წინასაახლაწლო ღონისძიება - კონცერტი გაიმართა სკოლის მოსწავლეების შესრულებითა და ისტორიის პედაგოგის მერაბ თოფურიას ორგანიზებით. წარმოდგენილი იყო მრავალრიცხოვანი სანახაობები: ცეკვები, სიმღერები, იუმორისტული ნომრები და სხვა. ღონისძიების ბოლოს კი მოსწავლეებს საჩუქრები დაურიგდათ და ამგვარად დაემშვიდობნენ მიმდინარე სასწავლო წლის I სემესტრს; სიმბოლური საჩუქრები მასწავლებლებმაც გადასცეს ერთმანეთს, რაც საკმაოდ სახალისო აქტივობა გამოდგა. წინ უფრო დიდი სასწავლო მიზნებია, რომლის მაღალ დონეზე ათვისებისათვის კარგია გარკვეული პერიოდით დასვენება ზამთრის არდადეგების სახით, ამინდიც შესაფერისია“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

24 ოქტომბერს გამოცდა ქიმიაში, ფიზიკაში ან/და ბიოლოგიაში ატარდება  25 ოქტომბერს კი წიგნიერებასა და რაოდენობრივ წიგნიერებაში - EMIS

„სასკოლო ფორმები ნოემბრის დასაწყისიდან გაიყიდება“ - სამინისტრო

საბავშვო ბაღებში ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევაა... - ახასიათებს თუ არა კოკსაკს გართილებები 

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება