სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ელექტრონული ჟურნალი სწორად ითვლის სემესტრულ შეფასებებს! 
06-01-2022
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებისთვის განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ელექტრონული ჟურნალი სემესტრულ შეფასებებს სწორად ითვლის და თუ არასწორი ქულა გამოდის, მასწავლებლებმა უნდა გადაამოწმონ ის საკითხები, რომელიც გავლენას ახდენს საშუალო ქულის გამოთვლაზე. ემისის განცახდებას და ინსტრუქიას უცვლელად გთავაზობთ: 

საშუალო შეფასების გამოთვლა


„ელექტრონული ჟურნალი სწორად ითვლის სემესტრულ შეფასებებს.

ძალიან გთხოვთ, როდესაც სემესტრული საშუალო შეფასება თქვენი შეხედულებით, არაა სწორად დათვლილი, აუცილებლად გადაამოწმოთ ის მნიშვნელოვანი საკითხები, რაც გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე. 
 
ყველა ის საკითხი, რაც მოგვწერეთ რომ საშუალო შეფასება არ იყო სწორად გამოთვლილი, გადამოწმებულია ტექნიკური ჯგუფის მიერ და დაბრუნებული გაქვთ პასუხიც. პრობლემა უმეტესად არის ან შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება ან სწორადაა დათვლილი და მასწავლებელი თვლის, რომ არაა გამოყვანილი სწორად საშუალო შეფასება.

ასევე, როდესაც ფოტოს დებთ, მოსწავლის პირად ბარათის, ბევრჯერ ჩანს ფოტოშივე შეუფასებელი შემაჯამებელი,რაც ცხადია, გავლენას ახდენს საშუალო შეფასებაზე. გთხოვთ, კარგად შეამოწმოთ ხოლმე ყველა პუნქტი.

პირველ რიგში, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მოსწავლეს თუ უფიქსირდება შეუფასებელი შემაჯამებელი დავალება, შეუფასებელი შემაჯამებელი დავალების აღდგენა ან შეუფასებელი გამოცდა, ეს გავლენას ახდენს საშუალო შეფასების გამოთვლაზე.

და მეორე, მასწავლებელმა უნდა იხელმძღვანელოს ჟურნალში შეტანილი შეფასებების მიხედვით და არა თავის ჩანიშნულ წიგნაკში დაწერილი შეფასებებით..

ძალიან გთხოვთ, გაითვალისწინეთ მოცემული ინსტრუქცია და ზედმიწევნით ყველას გადამოწმებით ნახეთ.
მაგალითად, როდესაც მოსწავლეს თქვენი შეხედულებით საშუალო შეფასება არ აქვს სწორად დათვლილი, კლასების მოდულიდან მის პირად ბარათზე გადადით, შეამოწმეთ ყველა გაკვეთილი, მათ შორის შემაჯამებლებიც და ნახეთ,წერია თუ არა შეფასება.

დეტალურად კი ინსტრუქციაშია აღწერილი,როგორ შეგიძლიათ გადამოწმება.

გაითვალისწინეთ, რომ შემაჯამებელი დავალების ჟურნალში ჩაწერიდან, ის აისახება 24 საათში საშუალო შეფასებაზე.
იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებთ!“- აღნიშნულია განცხადებაში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება