სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვინდა ჩვენს პატარა სკოლას დაებედოს მრავალი მოსწავლე და ღიმილიანი სახეები“- შავსაყდრის საჯარო სკოლაში ახალი წელი იზეიმეს
04-01-2022
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლაში 2022 წელს მხიარულად შეხვდნენ. სკოლაში მოსწავლეების მონაწილეობით საინტერესო და ლამაზი ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებში ნიჭიერმა მოსწავლეებმა მრავალფეროვანი აქტივობები წარადგინეს.

აღსანიშნავია, რომ სკოლის საამაყო გოგონებმა: ნუცა პატიაშვილმა, ნანა გელაშვილმა და ირინა კედელაშვილმა ასევე, საინტერესო თეატრალური წარმოდგენაც დადგეს და ღონისძიება კიდევ უფრო მეტად გაამრავალფეროვნეს.

სკოლა შობა - ახალი წლის დღესასწაულებთან დაკავშირებით მისალოც წერილს ავრცელებს და იმედოვნებს, 2022 წელი თითოეული ბავშვისთვის წარმატებული იქნება:

„ძვირფასო ადამიანებო გვინდა მოგილოცოთ დამდეგი შობა ახალი წელი, ყველა სურვილის ახდენის წელი ყოფილიყოს 2022 წელი - ჯანმრთელობა, მხნეობა, მზეობა დაგბედებოდეთ; ვერავითარი ვირუსი მოერევა თითოეულ ჩვენთაგანს, თუ ერთმანეთის სიყვარული გვექნება. ძალიან რთული წელი იყო 2021 წელი, ბევრი ადამიანი დაგვეღუპა, ბევრი კატასტროფა გადავიტანეთ, მაგრამ მაინც ძლიერები უნდა ვიყოთ, გვიყვარხართ ყველა. გვინდა ჩვენს პატარა სკოლას დაებედოს მრავალი მოსწავლე, ღიმილიანი სახეები, ლამაზი ღონისძიებები, წარმატებებით სავსე იყოს სკოლის ყველა ბავშვისთვის ახალი წელი, თითოეული ბავშვის თვალებში ენთოს სიხარულის ნაპერწკალი“, - წერია მისალოც წერილში.

იხილეთ ფოტო და ვიდეო ბმულზე:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგრანტო კონკურსის ეტაპები ცნობილია - განათლების მინისტრის ბრძანება 

როგორ შეიცვლება მოსწავლეთა შეფასების წესი - რა ვალდებულებები ეკისრებათ სკოლებს

სისტემაში აღირიცხება დარღვევის თარიღი, კატეგორია, ტიპი და ქვეტიპი, ასევე შემთხვევის კონკრეტული ადგილი და დრო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

 რეკომენდაციები მაქსიმალური შედეგის მისაღწევად და ცხრა შეცდომა, რომელიც ქულას დაგაკლებთ

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის სპორტის პედაგოგი ზაალ გურული პასუხობს

სკოლები

სხვადასხვა საინტერესო საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას კორხის საჯარო სკოლის დირექტორი გალია ირიციანი გვიზიარებს

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება