სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი გარემოსდაცვით კამპანიაში ჩაერთო
03-01-2022
-
+


გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლის ეკოკლუბი „ეკოჰარმონია“ კამპანიაში „ნუ მოჭრი - მორთე“ ჩაერთო. 

აღნიშნული კამპანია საახალწლოდ წიწვოვანი მცენარეების მოჭრის პრევენციის მიზნით იმართება.

მოსწავლეებმა სკოლის ეზოში არსებული ნაძვები მეორადი მასალისგან მორთეს და ბუნების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. 

სკოლის დირექციამ კამპანიაში ჩართვისათვის მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა.

„ეკოჰარმონია“ ჩაერთო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წინასაახალწლოდ წიწვოვნების ჭრის პრევენციის მიზნით განხორციელებულ მასშტაბურ კამპანიაში - „ნუ მოჭრი - მორთე“, რომლის მიზანი საპრევენციო აქტივობებში საზოგადოების ჩართულობა და ცნობიერების ამაღლებაა. ეკოკლუბელებმა ამავე სკოლაში არსებული, მათ მიერ დარგული ბუნებრივი ნაძვის ხეები მეორადი მასალებისგან, პოლიეთილენს ბოთლების, პარკების, თუნუქის ქილების, ნაჭრებისგან დამზადებული აქსესუარებით სიმბოლურად მორთეს.
სკოლის დირექციამ მადლობა გადაუხადა ეკოკლუბელებს სკოლაში საახალწლო განწყობის შექმნისთვის. მათ განაცხადეს, რომ მომავალი თაობისთვის ცნობიერების ამაღლება გარემოს დაცვასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, ასეთი წამახალისებელი აქტივობებით, ძალიან მნიშვნელოვანია“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

განახლებული წესები და მოთხოვნები მასწავლებლებისთვის - საშინაო დავალებები ელჟურნალში უნდა აიტვირთოს

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები
„კიდევ ერთხელ ვულოცავთ პირველკლასელებს, მათ მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას“
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება