| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

იმის მიუხედავად რომ პანდემიის გამო სკოლების დღის წესრიგი შეიცვალა, სასწავლო პროცესის დროსაც მკაცრი რეგულაციების დაცვაა საჭირო, წინასაახალწლო განწყობა და სამზადისი მაინც შენარჩუნებულია.
Etaloni.ge-მ გაარკვია, როგორია საახალწლო განწყობა სკოლებში, რა აქტივობებს გეგმავენ და რა სურვილები აქვთ მომავალი 2022 წლისთვის. ამისთვის სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით და წინასაახალწლო სამზადისის შესახებ ვესაუბრეთ.
მაია ხუნაშვილი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის დირექტორი:
„მართალია მოსწავლეების ნაწილი სახლში იმყოფება და დისტანციურად სწავლობს, რადგან ჰიბრიდულ სწავლებაზე ვართ გადასული, მაგრამ შიდასასკოლო ღონისძიებებს ვატარებთ. ღია სივრცეში და მასშტაბურად ღონისძიების ჩატარება სამწუხაროდ არ შეგვიძლია, რადგან მკაცრად ვიცავთ ყველანაირ რეგულაციასა და რეკომენდაციას“.
მარინე ტაბატაძე, ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლის დირექტორი:
„ჩვენს სკოლაში საახალწლო სამზადისი აქტიურად მიმდინარეობს, სხვადასხვა კლასები და მასწავლებლები არიან ჩართული. მაგალითად, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებლის დახმარებით ბავშვებმა ქიმიური ნაძვის ხეც კი დაამზადეს. განწყობაც შესაფერისი გვაქვს, როგორც ყოველთვის მე შევიტანე და ყველას გადაედო მუხტი, პანდემია კია და შეზღუდულები ვართ, მაგრამ სხვანაირად არ შეიძლება, ბავშვებს ძალიან უყვართ და უხარიათ ახალი წელი. მინდა სრულიად საქართველოს პირველ რიგში ჯანმრთელობა ვუსურვო, შემდეგ ხვავი, ბარაქა და ყველაფერი საუკეთესო. „ეტალონს“ განსაკუთრებულად ვულოცავ, ასეთი წვლილი რომ შეგაქვთ ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებაში და ჩვენი სკოლის წარმატებების წახალისებაში. მადლობა ყველას“.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„მანდატურის სამსახურიც ჩაერთო, პოლიციაც გამოვიძახეთ“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
დღესასწაული მთელ სასკოლო საზოგადოებას და არაერთ აქტივობას აერთიანებს
პანაშვიდის შემდეგ თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის, ხელოვნების სკოლისა და ბორითის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილი მხატვრული შემოქმედება
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება