სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული
19-02-2018
-
+


ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

მოსწავლეების სწავლის შედეგების დინამიკა.


მნიშვნელოვანია, მოსწავლეები აუმჯობესებდნენ სწავლის შედეგებს და რეალურად იყენებდნენ პრაქტიკაში(მაგ, მოსწავლეების მხრიდან აკადემიური მოსწრების, შეფასების, დასწრების/ქცევის გაუმჯობესება; მათი სწრაფვა მიაღწიონ მეტს განათლებაში და მოახდინონ თავიანთი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზაცია.)

სწავლების ინოვაციური და ეფექტური მიდგომების გამოყენება.


მნიშვნელოვანია მასწავლებელი სწავლებისას იყენებდეს და ნერგავდეს ორიგინალურ, ინტერაქტიულ და მრავალფეროვან მიდგომებს, რაც დადებითად აისახება სასწავლო პროცესზე, ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას და აქედან გამომდინარე სწავლის შედეგებს(მაგ. ტექნოლოგიების ინოვაციური გამოყენება ან არასტანდარტული სწავლების ტექნიკების გამოყენება)

ზოგადსაკაცობრიო მოქალაქეობრივი ღირებულებებისა და პრინციპების სწავლება.

მოსწავლეების აღჭურვა საკვანძო ცხოვრებისეული უნარებით და მათი მომზადება სწრაფად ცვალებადი, მრავალფეროვანი, თანამედროვე სამყაროსათვის, სადაც მათ მოუწევთ განსახვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და კულტურის ადამიანებთან ურთიერთობა(მაგ. ღირებულებითი განათლების ინტეგრირება  სასწავლო პროცესში)

საზოგადოებერივი აღიარება და სამოქალაქო აქტივობა.

მასწავლებლის როლი და მონაწილეობა სასკოლო თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მისი რეპუტაცია და აღიარება თემის, ადგილობრივი მოსახლეობის, კოლეგების, სკოლის ადმინისტრაციისა და ფართო საზოგადოების მიერ.(მაგ: მონაწილეობა საზოგადოებერივ საქმიანობაში, სკოლისა და თემისათვის გაწეული ღვაწლი, დამსახურება )

პროფესიული განვითარება და გამოცდილების გაზიარება.

მნიშვნელოვანია მასწავლებელი ადასტურებდეს მასწავლებლის კომპეტენციას და ზრუნავდეს პროფესიულ განვითარებაზე. ამასთან, პროფესიის განვითარების მიზნით, უზიარებდეს გამოცდილებას თავის კოლეგებს თუ სხვა დაინტერესებულ პირებს.(მაგ. ერთვება პროფესიული განვითარების სხვადასხვა აქტივობებში, ახორციელებს პრაქტიკის კვლევას, გადაცემას, მხარს უჭერს დამწყებ მასწავლებლებს კონსულტაციის, მენტორინგის ან სხვა საშუალებებით. ეწევა პროფესიის პოპულარიზაციისადმი მიმართული სხვა სახის საქმიანობას.)

შეგახსენებთ, რომ პროექტი წარმოადგენს გლობალური კამპანიის ნაწილს და მისი მიზანი, გარდა პროფესიის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის გაზრდისა, არის წარმატებული მასწავლებლების გამოვლენა და საზოგადოებისთვის მათი წარდგენა. 

 „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“, კოალიცია „განათლება ყველასთვის-საქართველო“ და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, წელს მეორედ ტარდება საქართველოში. 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ მასწავლებელს, რომელიც ასწავლის საჯარო ან კერძო ავტორიზებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება