სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ სკოლაში პრაქტიკოს პედაგოგს 15 საათი ჰქონდა, რატომაა მის ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიაში ბევრად ნაკლები მითითებული?
16-01-2022
-
+


ერთი კვირის განმავლობაში სკოლებში 400-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა. მასწავლებლობის მსურველებს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმების იმედი მიეცათ, თუმცა წინაღობას წააწყდნენ.

სკოლები პედაგოგებს არასრულ განაკვეთზე დასასაქმებლად ეძებენ. ვაკანსიების ნაწილში მითითებულია, რომ ახალ მასწავლებელს 4,6, 8 ან 10 საათი მიეცემა, რაც არაა სრული დატვირთვა. სრული დატვირთვის გარეშე კი მასწავლებლობის მსურველი სერტიფიცირებულიც რომ იყოს, სტატუსის დანამატს ვერ მიიღებს და ხელფასი მხოლოდ საათობრივად აუნაზღაურდება.

მასწავლებლობის მსურველები უსამართლობაზე ალაპარაკდნენ. მათ აქვთ კითხვა, თუ სკოლაში პრაქტიკოს პედაგოგს მინიმუმ 15 საათი ჰქონდა, რატომ ხდება, რომ მის ადგილზე გამოცხადებულ ვაკანსიაში ბევრად ნაკლებია მითითებული?

კანონის მიხედვით, როდესაც სკოლაში მასწავლებლის დასაქმების საჭიროება დგება, დირექციას უფლება აქვს საათები ჯერ დასაქმებულ პედაგოგებს შორის გაანაწილოს, შემდეგ კი დარჩენილ საათებზე ვაკანსია გამოაცხადოს. სწორედ ამის გამოა, რომ სკოლებში ვაკანსიები არასრულ განაკვეთზე ცხადდება.

„სკოლაში წელს დავსაქმდი, 10 საათი მომცეს, გამოცდები ჩაბარებული მაქვს და უფროსის სტატუსი დასაქმებისთანავე მომენიჭა, არ ვიცოდი, რომ თუ მინიმუმ 15 საათი არ მექნებოდა, სტატუსის დანამატს ვერ მივიღებდი, ხელფასი 250 ლარიც არ დამიჯდა. ეს დაცინვაა. მე დამწყები ვარ და ამ საკითხზე დირექციას გასაუბრების დროს მაინც უნდა ეთქვა. დღესვე დავტოვებდი სკოლას, მაგრამ იმედი მაქვს, ახალ სასწავლო წელს მაინც არ დავრჩები სტატუსიანი მასწავლებელი საათების გარეშე“, - ამბობს etaloni.ge-სთან საუბარში თბილისის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

შეგახსენებთ, რომ სრული დატვირთვა დაწყებითის პედაგოგებისთვის 13 საათია, სხვა მასწავლებლებისთვის კი - 15. თუ გამოცხადებულ ვაკანსიაში კადრს ნაკლებ საათზე დასაქმებისთვის ეძებენ, დასაქმებულს სტატუსის დანამატი არ დაერიცხება.


იხილეთ ასევე: 459 ვაკანსია ერთ კვირაში - საჯარო სკოლები მაძიებლებს ასაქმებენ


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება