სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან დაიწყება და არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს
16-02-2018
-
+


მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება და არანაკლებ 300 კრედიტს მოიცავს - აღნიშნულია მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში.

მასწავლებლის მომზადების ახალი აკადემიური პროგრამების მიზანია მასწავლებლის პროფესიაში თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი საუკეთესო კადრების მოზიდვა და სისტემაში არსებული კვალიფიციური მასწავლებლების დეფიციტის აღმოფხვრა, განსაკუთრებით რეგიონებში. 

ამ მიზნის მიღწევამ უნდა უზრუნველყოს განათლების სისტემის სტრატეგიული მიმართულების-ხარისხიან ზოგად განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის – თვისობრივი განვითარება.

მასწავლებლის მომზადების  რეგულირებადი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები იქნება დივერსიფიცირებული. სახელმწიფო აღნიშნული პროგრამების ხარისხის სამართავად იყენებს მაღალ სტანდარტებს, რითაც უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო დაფინანსებით მიღებული კვალიფიკაციის სანდოობა და ვალიდობა.

მასწავლებლის საუნივერსიტეტო მომზადება 2018-2019 სასწავლო წლიდან განხორციელდება მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც მოიცავს არანაკლებ 300 კრედიტს.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლის შედეგები შესაბამისობაში მოვა მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით განსაზღვრულ, სულ მცირე, უფროსი მასწავლებლის კომპეტენციებთან.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს (არანაკლებ 300 კრედიტი):

ა) ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის საგნობრივ და მეთოდურ მოდულს – არანაკლებ 180 კრედიტი;

ბ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტი;

გ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი.

ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულს მიენიჭება დაწყებითი განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს:

ა) საგნის/საგნობრივი ჯგუფის მოდულს – არანაკლებ 120 კრედიტი;

ბ) მასწავლებლის მომზადების მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი;

გ) თავისუფალი კომპონენტების მოდულს – არაუმეტეს 60 კრედიტი;

დ) სასკოლო პრაქტიკისა და პრაქტიკის კვლევის მოდულს – არანაკლებ 60 კრედიტი.

საგნის/საგნობრივი ჯგუფის  მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება განათლების მაგისტრის კვალიფიკაცია, შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მასწავლებლობის უფლების მოპოვება:

  • მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტი ადასტურებს საგნობრივ, მეთოდურ, კვლევით და პრაქტიკულ კომპეტენციებს, რის შედეგადაც კურსდამთავრებულზე გაიცემა დიპლომი, რომელიც მას აძლევს მასწავლებლობის უფლებას.
  • ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მასწავლებლად მუშაობის დაწყების შემთხვევაში, კურსდამთავრებული არის უფროსი მასწავლებელი.

მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულების პირველი გამოშვება იქნება 2022-2023 წელს. ამის გამო საჭიროა კვალიფიციური მასწავლებლების რიგების შევსება ალტერნატიული გზით – მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის ამოქმედებით. 


კომენტარები


ეტალონი

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა გაზაფხულის სეზონს იწყებს

სიახლეები

რა ფუქნციას ასრულებს მრჩეველთა საბჭო სკოლებში - უფლებამოსილება და ვალდებულებები

სიახლე და საჩუქრები მოსწავლეებს „ავერსისგან“ და izrune.ge -გან

ვაკანტური ადგილები მთელი საქართველოს მასშტაბით არის გამოცხადებული

პიროვნება

„ხელოვნური ინტელექტი ვერასდროს ჩაანაცვლებს ემოციას, კრეატიულობას, ემპათიას ადამიანურ კავშირებსა და ინდივიდუალიზმს“...

სკოლები

დედაენის სიყვარულით შექმნილი კალიგრაფიული სილამაზე - იანეულის სკოლის მოსწავლეთა წარმატება კონკურსზე

„როცა ბავშვები დედამიწას იცავენ“ - ქუთაისის N20 სკოლის შთამაგონებელი ეკო-დღე მოეწყო

ეშტიის N2 საჯარო სკოლაში დედამიწის დღის აღსანიშნავად მოსწავლეების შთამბეჭდავი ნამუშევრების გამოფენა მოეწყო

„ჟვანიას სკოლის როლი“ - ეშტიის მეორე საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღონისძიება გაიმართა

პროექტის „მოიწვიე ფინედუ კლასში“ ფარგლებში, სკოლას საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ
 
საინტერესო

დიდი ინტელექტუალური თავგადასავლის დროა: 28 აპრილს „ეტალონის“ ქართული ენის და ლიტერატურის ოლიმპიადა იწყება 

„გააცანით თქვენი შვილი საქართველოს!“

„მასწავლებლები აღნიშნავენ, რომ ისინი დატვირთულნი არიან - არა თავად სწავლებით, არამედ მზარდი არაძირითადი ამოცანების შესრულებით“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება