სიახლეები
ეტალონი

„სკოლაში სწავლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება“ - ზესტაფონისა და წალენჯიხის „ეტალონი“ მოსწავლეები გამოვლინდნენ
02-12-2021
-
+


ეტალონიუკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების ამაღლებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომეტალონსარც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტიეტალონელებისდამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის „ეტალონის“ ზესტაფონისა და წალენჯიხის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

ტიტულები ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის მოსწავლემ მარიამ შარაშენიძემ და წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის მოსწავლებ ალექსანდრე ქუჩულორიამ მოიპოვეს.

Etaloni.ge ორივე მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“, მათი სკოლის დირექტორებსა და საგანამანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა:

მარიამ შარაშენიძე, „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“:

„ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ მომეცა საშუალება გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობები. იყო ისეთი საკითხები რაც ვიცოდი და აღარ მახსოვდა და „ეტალონის“ დახმარებით შევძელი გამეხსენებინა. ჩემი სკოლაში სწავლის განმავლობაში ეს იყო ყველაზე დიდი ბედნიერება და მოულოდნელი სიხარული. შარშანაც ვიღებდი მონაწილეობას და სწორედ ამ გამოცდილებამ მომცა უფრო მეტი მოტივაცია, რომ წელს სასურველი შედეგისთვის მიმეღწია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“.

ქეთევან შარიქაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო სკოლის დირექტორი:

„პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, ვთანამშრომლობთ ერთმანეთთან წლების განმავლობაში. იყო აღმაფრთოვანებელი, როდესაც გავიგეთ რომ ჩვენი სკოლის მოსწავლემ შეძლო გამარჯვება, ეს უკვე მეორე მოსწავლეა ჩვენი სკოლიდან ვინც გახდა „ზესტაფონის ეტალონი მოსწავლე“. ჩვენი პატარა ლამაზი სოფელი, რომელსაც კონკურენციას უწევს ქალაქის სკოლები, ვზრდით ასეთ წარმატებულ მოსწავლეებს. იმედი მაქვს, რომ მარიამი ასევე თავს გამოიჩენს ბოლო ფინალურ ტურში. მადლობა „ეტალონს“, რომ ასე ლამაზად აგვარებს ამ ყველაფერს და არის მუხტი იმისა, რომ ბავშვებმა იშრომონ და ლოგიკური აზროვნება განავითარონ. ასევე მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ თქვენი კონკურსი განათლებას უწყობს ხელს, ბავშვები ცდილობენ რომ მოიძიონ ინფორმაცია, ისწავლონ უფრო მეტი. ასე რომ ვულოცავ მარიამს, ვულოცავ ჩვენს სკოლას და მადლობა თქვენ რომ არსებობთ“

ალექსანდრე ქუჩულორია, „წალენჯიხის ეტალონი მოსწავლე“:

„ზოგადად მიყვარს კონკურსებში და პროექტებში მონაწილეობა და რადგან უკვე ასაკობრივად შემეძლო, „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატშიც სიხარულით ჩავერთე, ჩემი მიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც გამარჯვება, უფრო მეტად პროცესი მაინტერესებდა, ასევე ტესტების სირთულე და რა თქმა უნდა ჩემი თავის გამოცდა. ამდენ კონკურსანტში რომ შევძელი გამარჯვების მოპოვება, ეს რა თქმა უნდა ჩემთვის საამაყოა. ვემზადები შემდეგი ეტაპისთვის და მადლობა „ეტალონს“, რომ მომცა ეს შესაძლებლობა“.

მანანა სონგულია, წალენჯიხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ არის ნიჭიერი ბავშვების გამოსავლენად, არის მათ საგნობრივ ცოდნაზე ორიენტირებული, ავლენს მოსწავლის დამოკიდებულებას თითოეული საგნის მიმართ, ვის აქვს კრიტიკული აზროვნების უნარი, ლოგიკური აზროვნების უნარი. რაც შეეება ჩვენი სკოლის მოსწავლეს, გამარჯვებულს, ალექსანდრე ქუჩულორიას მას გამორჩეული მათემატიკური უნარები აქვს, ძალიან ბევრ პროექტში მონაწილეობს წარმატებით. მისგან კიდევ ველოდებით მესამე საფინალო ტურში წარმატებებს, გვსურს, რომ გახდეს „საქართველოს ეტალონი მოსწავლე“.

ლირა ღურწკაია, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ეტალონი“ როგორც საგანმანათლებლო პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ახალაგაზრდებისთვის, მათი „ეტალონში“ ჩართვა მნიშვნელოვანია მოტივაციისთვის. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ და წლებია ერთად მოვდივართ. ძალიან ბევრი კარგი საქმე გავაკეთეთ, ერთად გავიზარდეთ „ეტალონი“ და ჩვენ. მინდა მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს, რომ დაინტერესება და მოსწავლეთა ჩართულობა არის ძალიან დიდი. არ შემიძლია არ აღვნიშნო izrune.ge, რომელიც ძალიან ეხმარება მოსწავლეებს და ასევე „პირველკლასელთა აკადემია“. ჩვენ ვართ პირველი მუნიციპალიტეტი, რომელმაც შევიძინეთ ეს წიგნი-რვეული და გადავეცით პირველკლასელებს. ეს არის კვლევისთვის ძალიან საინტერესო სახელმძღვანელო, ეს არის სკოლამდელებისთვისაც და ძალიან კარგი იქნება თუ საბავშვო ბაღები იხელმძღავნელებენ ამ წიგნით“.


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

რისი გაკეთება გვეკრძალება შობას - ტრადიციები და ცრურწმენები, რომლებსაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში შეხვდებით

შესაძლებელია თუ არა, 5 წლის ბავშვის კერძო სკოლაში შეყვანა? - განმარტებას სამინისტრო აკეთებს

როგორ ჩაირიცხებიან აბიტურიენტები უმაღლესებში - პროგრამების საფასურისა და აკრედიტაციის დებულებაში ცვლილება შევიდა

უნდა გამოცხადდნენ თუ არა მასწავლებლები სკოლებში არდადეგების დასრულებამდე - პასუხი აქტუალურ კითხვაზე 

 გაიზარდა იმ საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი, რომლებსაც სახელმწიიფო დააფინანსებს 

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პირველკლასელებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი და მხიარული სადღესასწაულო პროგრამა წარუდგინეს

სასკოლო ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ მასწავლებლები: ვერა ლეშკაშელი, ქეთევან კოპალიანი და სალომე სტურუა

ღონისძიებაში სკოლის სხვადასხვა კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ

საინტერესო

გოგოს ყველაზე პოპულარული სახელი წელს ნიცა, ბიჭის კი ალექსანდრე იყო  - პოპულარაული სახელების ხუთეული

სიახლეები
საზოგადოება