სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გვეამაყება თითოეული მათგანი და ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებთ“- თბილისის N133 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები მედლებით დაჯილდოვდნენ
01-12-2021
-
+


თბილისის N133 საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულები კუთვნილი მედლებით საზეიმოდ დაჯილდოვდნენ.

სკოლა აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებით ემოციურ წერილს ავრცელებს:

„მედლების ცვენა და მათი მფლობელი ოქროს გოგო-ბიჭები მშობლიურ თბილისის N133  საჯარო სკოლაში, სადაც დაირწა მათი განათლების აკვანი. ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი იყო მათი ხილვა მშობლიური სკოლის კედლებში უკვე წარმატებული, პრესტიჟული უნივერსიტეტების სტუდენტის და საზოგადოების ღირსეული წევრის ამპლუაში. სასარგებლო რჩევები მისცეს და გამოცდილება გაუზიარეს მათი ესტაფეტის გამგრძელებელ უმცროსკლასელ თანასკოლელებს.  შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობა, მიზანსწრაფულობა, სწორი არჩევანის გაკეთება - ეს ის ოქროს წესებია, რომელიც განაპირობებს წარმატებას ცხოვრებაში და შრომას ყოველთვის აქვს შედეგი; აი, ასეთ მესიჯს აჟღერებდა თითოეული მათგანი უმცროსი მეგობრების მისამართით. ვუსმენდით ამ გზავნილებს, მადლიერებას აღმზრდელი პედაგოგების, მშობლიური სკოლის მიმართ და ვივსებოდით მოტივაციით ხვალ კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ თითოეული ჩვენი აღსაზრდელის უკეთესი მომავლის, მათი წარმატებული და რეალიზებული ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე . 2018-2019 წლის და 2019-2020 სასწავლო წლების წარმატებული კურსდამთავრებულები. გვეამაყება თითოეული მათგანი და ძალიან დიდ წარმატებებს ვუსურვებთ: თამთა ჯინჭარაშვილი​, ლუკა ნაცვლიშვილი, გვანცა ბედოშვილი, ანა დოლიძე, ირინი პეხლივანიდუ, მარიამ ბიწაძე, მარიამ შუბლაძე, მარიამი ოთარაშვილი, ნინო ბუთხაშვილი​, ნინო ორაგველიძე, ანანო იჩუაიძე, ანი სხულუხია, დავით მაღლაკელიძე, ელენე რევაზიშვილი, ნიკოლოზ ხოსროშვილი და ნინო მახარობლიშვილი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

​შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

ინფორმაცია საჯარო სკოლებისთვის - ახალი ეტაპი და ინსტრუქცია ახალ პორტალზე სამუშაოდ

ცვლილებები დაწყებითი კლასების მასწავლებლებისთვის - მინისტრის ბრძანება

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები

„მოსწავლეებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მიღებული ცოდნა საკუთარ ქვეყანას უნდა მოახმარონ“ - როგორ დაიწყო ახალი სასწავლო წელი ზინობიანის საჯარო სკოლაში

ღონისძიებებს სპორტის მასწავლებელი დავით ფრუიძე ხელმძღვანელობდა

 

წინ კი მოსწავლე-მასწავლებლებს ახალი შესაძლებლობებით, ცოდნითა და გამოცდილებებით სავსე კიდევ ერთი საინტერესო წელი ელოდებათ

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება