| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სკოლების ავტორიზაციის საკითხი დღემდე ღიად რჩება - ცნობილია მხოლოდ ის, რომ ეს პროცესი 2026 წლისთვის უნდა დასრულდეს. სწორედ ამ საკითხზე გაამახვილა ყურადღება განათლების მინისტრის მოადგილემ, ეკა დგებუაძემ, პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე და განაცხადა, რომ სამწუხაროდ, სკოლების ავტორიზაციის მხრივ დადებითი ნაბიჯები აქამდე არ გადადგმულა, რაც მნიშვნელოვანწილად აისახება განათლების ხარისხზეც.
„ზოგადი განათლების შესახებ კანონი გვავალდებულებს, რომ 2026 წელს უნდა დასრულდეს სკოლების ავტორიზაცია; როდესაც ვსაუბრობთ განათლების ხარისხზე, სამწუხაროდ აქამდე სკოლების ავტორიზაციის ნაწილში არანაირი წინგადადგმული ნაბიჯი არ ყოფილა და ახლა, 2022 წლის იანვრიდან, შემუშავდება თვითშეფასების ინსტრუმენტი, რის საფუძველზეც შევაფასებთ თითოეულ სკოლას, რა გამოწვევები აქვს, რა მიმართულებით სჭირდება მხარდაჭერა, ეს იქნება ინფრასტრუქტურა, ადამიანური თუ მატერიალური რესურსები, პროგრამები, მასწავლებლის კომპეტენცია და ა. შ. როდესაც განათლების ხარისხზე ვსაუბრობთ, სკოლების ავტორიზაცია მოგვცემს შესაძლებლობას, მოვახდინოთ სკოლების განვითარება და ასევე შეფასება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
560 ათასზე მეტი მოსწავლის განათლებისთვის 1.95 მილიარდ ლარზე მეტი დაიხარჯება - რამდენით იზრდება განათლების სფეროს დაფინანსება
ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მიღებისთვის აბიტურიენტებს 1000 ლარით დააჯილდოებენ - დადგენილება თერჯოლის საკრებულომ მიიღო
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი