სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საბავშვო ბაღების ავტორიზაცია 9 წლით გადავადდა - იქმნება ერთიანი ელექტრონული პლატფორმა
24-11-2021
-
+


საბავშვო ბაღების ავტორიზაცია, შესაძლოა 2030 წლამდე გადავადდეს და მათ შემოწმებაა ადგილობრივი თვითმმართველობების მაგივრად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრმა უზრუნველყოს -  „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. პროექტით განსახორციელებელი ქმედებები კი მოიცავს გარდამავალ პერიოდს, 2022-დან 2030 წლამდე.

საკანონმდებლო ინიციატივა უმრავლესობის დეპუტატებმა მოამზადეს. ინიციატორთა განმარტებით, მუნიციპალიტეტებისათვის აღნიშნული უფლებამოსილების განხორციელება დიდი გამოწვევაა, რის გამოც დღის წესრიგიდან უნდა ამოვარდეს სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაცია; ამასთან, ინიციატორთა შეფასებით, არსებულ საჯარო დაწესებულებებს შორის ხარისხის უზრუნველყოფის ყველაზე დიდი გამოცდილება სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს აქვს, რომელიც წლებია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესს მართავს.

პარლამენტში წარდგენილი პროექტით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის მიზნით, გარდამავალ პერიოდად განისაზღვრება ვადა 2030 წლის 1 იანვრამდე. ავტორიზაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განახორციელებს.

თავის მხრივ, გარდამავალ პერიოდში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით და მთავრობის დადგენილებით, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის, აგრეთვე, დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესი და პროცედურები დამტკიცდება.

პროექტის მიხედვით, 2022 წელს საბავშვო ბაღებისთვის საინფორმაციო სისტემის ბაზა შეიქმნება, სადაც ბაღები დარეგისტრირდებიან, ასევე შემუშავდება ავტორიზაციის სტანდარტები. 2023 წელს დაგეგმილია თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის შექმნა და საქართველოში არსებული ყველა სკოლამდელი დაწესებულება გაივლის თვითშეფასების პროცესს ავტორიზაციის ახალი სტანდარტების მიხედვით.

2024 წელს განხორციელდება თვითშეფასებიდან მიღებული საჭიროების ანალიზი და ბაღების მხარდაჭერა მათი საჭიროებების მიხედვით მოხდება.

გარდამავალ პერიოდში, ბაღების ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო მიიღებს, რომელის წევრებს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ეტაპობრივი ავტორიზაცია 2025-2030 წლებში განხორციელდება. საბავშვო ბაღებს ავტორიზაცია, მათი მზაობის მიხედვით, წლების მიხედვით, რიგითობით მოუწევთ.

“სავარაუდოდ წლის განმავლობაში ავტორიზაციას 200 ბაღი გაივლის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე ავტორიზაციის კალკულაცია წარმოდგენილი არ არის, შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, საშუალოდ ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის საჭირო თანხა შესაძლოა განისაზღვროს 9.000 ლარით, ანუ წლის განმავლობაში 1. 800.000 ლარით, რომელიც 2025 წლიდან იქნება გასაწევი“, - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება