სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეებს წარმატების გასაღებს აძლევს და ჩრდილში აღარ რჩებიან“ - ჭიათურის, ხობის, სიღნაღის და კასპის „ეტალონი“ მოსწავლე გამოვლინდა
24-11-2021
-
+


ეტალონიუკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების გაფართოებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომეტალონსარც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტიეტალონელებისდამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს

19 ნოემბერს  საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატიეტალონის ჭიათურის, ხობის, სიღნაღისა და კასპის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

ტიტულები ითხვისის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი ხახიშვილმა, ხობის  N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ სოფო კვარაცხელიამ, ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლემ ტატო ბარნაბიშვილმა და კასპის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ მიხეილ სამხარაძემ მოიპოვეს.

Etaloni.ge ოთხივე მუნიციპალიტეტის „ეტალონ მოსწავლეს“, მათი სკოლის დირექტორებსა და მასწავლებლებს ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა:

გიორგი ხახიშვილი, „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“:

„იქიდან გამომდინარე, რომ ჯერ მხოლოდ მე-8 კლასში ვარ და წელს პირველად მომეცა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილეობის საშუალება, მოულოდნელი იყო, რომ „ჭიათურის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. რა თქმა უნდა ვამაყობ ამ მიღწევით, მთელი სკოლა და ოჯახი გავახარე. ვფიქრობ თუ კარგად სწავლობ და ბევრს შრომობ არ აქვს მნიშვნელობა რომელ კლასში ხარ, ყველას შეუძლია წარმატების მიღწევა. ვემზადები შემდეგი ეტაპისთვის და ახლა უფრო მეტად ვარ მოტივირებული და მჯერა რომ უფრო მეტიც შემიძლია, რისთვისაც მადლობა „ეტალონს“.

მარიამ გრძელიშვილი, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„არ მგონია ისეთი ადამიანი არსებობდეს განათლების სფეროში, მასწავლებლებსა და მოსწავლეებში, ვინც „ეტალონის“ მიმართ დადებითად არაა განწყობილი. მით უფრო სასიამოვნო და საამაყოა, როდესაც შენი მოსწავლე გამოიჩენს თავს და ასახელებს სკოლასა თუ რაიონს. ჩვენი გამარჯვებული მე-8 კლასშია და ვფიქრობდი, რომ მისი გამოცდილებისთვის კარგი იქნებოდა „ეტალონში“ მონაწილეობა, უფროსკლასელებისგან უფრო ველოდი შედეგებს, რადგან გამოცდილი არიან, ყოველ წელს ვმონაწილეობთ „ეტალონში“, მოსწავლეებს ძალიან უყვართ და მოუთმენლად ელოდებიან ხოლმე პროექტის დაწყებას“

სოფო კვარაცხელია, „ხობის ეტალონი მოსწავლე“:

„წელს პირველად ვმონაწილეობდი „ეტალონის“ ინტელექტ -ჩემპიონატში და როცა გავიგე, რომ გავიმარჯვე და ხობის „ეტალონი მოსწავლე“ გავხდი, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ძალიან მაგარი შეგრძნება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. მინდა ამ ემოციისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად „ეტალონის“ გუნდს. ნამდვილად გამორჩეული პროექტია, რომელიც ჩვენთვის მოსწავლეებისთვის დიდ მოტივაციას ქმნის, გვაძლევს საკუთარ თავში დარწმუნების და განვითარების საშუალებას. ვისურვებ რომ შემდეგ ეტაპზეც ღირსეულად წარმოვადგინო ჩემი სკოლა და ქალაქი. მართალია ეპიდშეზღუდვების გამო დისტანციურად ჩავერთეთ, თუმცა ამას ხელი არც შეუშლია, პირიქით, უფრო მოსახერხებელი იყო ნაკლებად სტრესულ გარემოში მუშაობა.“

ნანა ქვარაია, ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს იღებს მონაწილეობას „ეტალონში“ და გამონაკლისი არც წელს ყოფილა. მსგავსი პროექტები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსწავლეებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობის თვალსაზრისით და არამარტო. ძალიან გაგვიხარდა, რომ ჩვენმა მოსწავლემ შეძლო გამარჯვება და გახდა „ხობის ეტალონი მოსწავლე“, მთელი სკოლა ვულოცავთ სოფოს წარმატებას და დარწმუნებული ვართ, რომ შემდეგ ეტაპზეც ღირსეულად წარდგება“.

მედეა ვეკუა, ხობის N2 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე:

„ჩვენი სკოლა ყოველ წელს  აქტიურად მონაწილობას „ეტალონში“. სოფო ძალიან მოწესრიგებული დ მიზანდასახული მოსწავლეა, რაც გამოვლინდა კიდეც მისი გამარჯვებით. დაუფასდა შრომა და გაგვახარა მთელი სკოლა. ეს არის ძალიან დიდი სტიმული და სხვა მოსწავლეებსაც უჩნდებათ მიბაძვის სურვილი. „ეტალონში“ გამარჯვება მოსწავლისა და სკოლისთვის უდიდესი წარმატებაა.

ტატო ბარნაბიშვილი, „სიღნაღის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონი“ ძალიან საინტერესო პროექტია, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეების განვითარებას, აღვივებს მათში წინსვლის და წარმატების სურვილს. როცა ხედავ რომ ვთქვათ შენი თანაკლასელი აქტიურად მონაწილეობს და უფასდება შრომა, შენც გიჩნდება სურვილი, იგივე გააკეთო. ცოტა მოულოდნელი იყო სიმართლე გითხრათ ეს გამარჯვება, რადგან პირველად ვმონაწილეობდი და აქამდე შეხება არ მქონია. მსურდა საკუთარი თავი გამომეცადა, რომ დამენახა ჩემი ძლიერი და სუსტი მხარეები“.

ლია ბეჟაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

უკვე წლებია, რაც „ეტალონი“ ჩვენს მუნიციპალიტეტში წარმატებით მიმდინარეობს. ეს პროექტი მოსწავლეთა განათლებისა და მათი განვითარებისთვის ძალიან კარგია. მოსწავლეები მოტივირებულები არიან, ამ პროექტს ელოდებიან და ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბავშვებმა თავიანთი შესაძლებლობები გამოავლინონ. სიღნაღის სკოლას რაც შეეხება, წარმატებული სკოლაა. იქ ძალიან ბევრი გონიერი და კარგი ბავშვი სწავლობს. მე არც გამკვირვებია, რომ ამ სკოლის მოსწავლე გახდა მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“. ეს პროექტი უკვე იმდენი ხანია, რაც ხორციელდება, რომ ძალიან ჩვენი გახდა და ისეთია, რომელიც მშობლებისათვის და პედაგოგებისთვის ნაცნობია. მთავარია, რომ ეს პროექტი მოსწავლეთა განვითარებაზე და მათი შესაძლებლობების გამოვლენაზე ზრუნავს. 

ნანა ბეჟაშვილი, ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენ სკოლაში პირველი მოსწავლეა ტატო, რომელმაც „ეტალონში“ გაიმარჯვა და მიიღო „სიღნაღის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსი, ამიტომ ეს ძალიან ამაღელვებელი განცდაა, ბედნიერები ვართ ყველა - მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც. სისტემატურად მონაწილეობს ჩვენი სკოლა „ეტალონში“ და  როცა პირისპირ ტარდებოდა საპრიზო ადგილებზეც გავსულვართ, ფინალამდეც მივსულვართ. გამარჯვებული საოცარი ბავშვია და იმედიც გვქონდა. ვფიქრობ, ყველა სკოლისთვის საამაყოა თავისი მოსწავლის ასეთი წარმატება“.

თამარ გურასპაშვილი, ავლიპ ზურაბიშვილის სახელობის სიღნაღის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„მოსწავლეები ყოველთვის სიხარულით ერთვებიან „ეტალონში“, ელოდებიან, გადიან რეგისტრაციას. მით უფრო სასიხარულოა, რომ ჩვენი სკოლის ერთ-ერთმა გამორჩეულმა და წარჩინებულმა მოსწავლემ ტატო ბარნაბიშვილმა შეძლო გამარჯვება და გახდა „სიღნაღის  ეტალონი მოსწავლე“. მართლა იმსახურებდა გამარჯვებას, იმიტომ რომ არის უზომოდ განათლებული, ჭკვიანი  მოსწავლე. როგორიც უნდა იყოს და რა თვისებაც უნდა ჰქონდეს სკოლის მოსწავლეს, ყველაფერია მასში თავმოყრილი. ამისთვის მადლობა ნამდვილად ეკუთვნის „ეტალონს“, რომ მისი საშუალებით ტატოს მსგავსი მოსწავლეები ჩრდილში არ რჩებიან და წარმატების გასაღებს აძლევს, რაც არის პირველ რიგში ცოდნა“.

მიხეილ სამხარაძე, „კასპის ეტალონი მოსწავლე“:

„ბავშვობიდან მიყვარს მსგავსი პროექტები და ასევე სკოლის გარდა, დაინტერესებული ვარ რომ ზოგადი განათლებაც ფართო მქონდეს, ვერკვეოდე სხვადასხვა საკითხებში. შესაბამისად ვცდილობ, რომ მიზნისთვის თავი არ დავზოგო და საკმაო განათლება დავაგროვო. „ეტალონში“ მე-8 კლასიდან მოყოლებული მუდმივად ვმონაწილეობ, წელს ისეთი განწყობით ვიყავი, რომ სამეულში მაინც გავსულიყავი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მიზანს მივაღწიე, გავიმარჯვე და უფრო მეტი მოტივაცია მომეცა. დავრწმუნდი, რომ სწორ გზაზე ვდგავარ და სწორად ვვითარდები“.

ნატა ჭალისური, კასპის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„მიხეილი ძალიან ბეჯითი მოსწავლეა და ველოდით კიდეც ამ შედეგს, აქტიურად მონაწილეობდა ყოველთვის „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში და საბოლოოდ მიაღწია იმ მიზანს, რაც სურდა. მინდა მადლობა გადავუხადო „ეტალონს“, რომ ასეთ მოსწავლეებს განვითარების და წინსვლის შესაძლებლობას აძლევს წლების განმავლობაში, რაც ნამდვილად ფასდაუდებელია. მით უფრო, რომ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ, მოსწავლეებს სრულფასოვანი განათლების მიღებაში ხელი ეშლებათ. მინდა ასევე აღვნიშნო, რომ მეორე ადგილზე მიხეილის და გავიდა, ორივე არაჩვეულებრივი მოსწავლეა და დიდ წარმატებებს ვუსურვებ“.


კომენტარები


სიახლეები
დირექტორის სტანდარტი წლის ბოლოს შემუშავდება - სამინისტრო სკოლის ლიდერობის კონცეფციაზე მუშაობს
ისრაელში ინფიცირების შემთხვევებმა იმატა და მათი ნახევარი 11 წლის და უმცროსი ასაკის ბავშვებში ფიქსირდება
ელექტრონული ჟურნალი თანამედროვეობას მორგებული ოფიციალური დოკუმენტია
შეიძლება თუ არ რომ გაკვეთილის დაწყებამდე მოსწავლეებს შეზღუდული ჰქონდეთ ზარის წამოწყება
საჯარო მოხელეს საჩუქრის აღება შეუძლია, თუმცა ეს არ გულისხმობს მასწავლებლებისთვის, ოქროს ბეჭდის ჩუქებას
სკოლები
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება