სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასწავლო დღედ შაბათის გამოყენება“-ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი
17-11-2021
-
+


როგორ მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, რას ფიქრობს კომპლექსურ დავალებებთან და სწავლების ამ ფორმატთან დაკავშირებით, როგორია ვაქცინირებულ პედაგოგთა რაოდენობა, ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით Etaloni.ge-სთან ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლის დირექტორი მინდია გველებიანი საუბრობს.

- როგორ მიმდინარეობს თქვენ სკოლაში სასწავლო პროცესი? ამ ეტაპისთვის სწავლების რომელ ფორმაზე ხართ (დასწრებითი, დისტანციური თუ ჰიბრიდული)? როგორია მოსწავლეთა და მშობელთა განწყობა არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით?

- სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით ფორმატში. ვცდილობთ, მაქსიმალურად დავიცვათ რეგულაციები. რაც შეეხება მშობელთა და მოსწავლეთა განწყობებს, არის არაერთგვაროვანი, თუმცა უმრავლესობა მომხრეა დასწრებითი სწავლების.

- ხშირად აზრთა სხვადასხვაობაა კომპლექსური დავალებების საკითხზე. თქვენ რამდენად მოგწონთ დავალებების ეს ფორმატი? მასწავლებლებს? მშობლების დამოკიდებულება როგორია სწავლების მსგავსი მეთოდის მიმართ?

- კომპლექსური დავალება იდეაში ხელს უწყობს მოსწავლეთა მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას, შესასწავლი საკითხის გააზრებას და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, თუმცა ვფიქრობ, რომ მოსწავლეთა დიდი ნაწილის მხრიდან, მრავალი მიზეზის გათვალისწინებით, ასეთი ტიპის დავალებების შესრულება ვერ მოხერხდება. პირველ რიგში, სწავლების მსგავსი მეთოდების გამოყენება მოითხოვს შესაბამის მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფას, რაც, სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაში ვერ ხერხდება. ასევე, ამ ტიპის დავალებების შესრულებას ართულებს სწავლების დისტანციური ფორმატიც.

- პანდემიიდან გამომდინარე მიმდინარე სასწავლო წელს ძირითადად რა სახის აქტივობა-ღონისძიებებითაა თქვენი სკოლა დატვირთული?

- ვინაიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობს დასწრებით ფორმატში, ღონისძიებებიც იმართება სასკოლო სივრცეში კოვიდრეგულაციების სრული დაცვით. 

- როგორც მშობლები აღნიშნავენ, არსებული სიტუაციის და მისგან გამომდინარე გაცდენებისა თუ სწავლების ფორმატის გათვალისწინებით მოსწავლეებს ხშირად ექმნებათ სასწავლო პროგრამის ათვისების სირთულე. რამდენად ემხრობით (ან აპირებთ) მსგავს შემთხვევებში სასწავლო დღედ გამოყენებული იქნას შაბათი დღე?

- დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასწავლო დღედ შაბათი დღის გამოყენება, თუმცა რეკომენდაციების შემთხვევაში, არ გამოვრიცხავ სასწავლო დღედ შაბათის გამოყენებას.

- როგორია თქვენ სკოლაში აცრილ მასწავლებელთა (სასკოლო საზოგადოების) პროცენტულობა და თუ ფლობთ ინფორმაციას მშობლების ვაქცინაციის მაჩვენებლის შესახებ?

- მშობელთა ვაქცინაციის მავენებელი ძალიან დაბალია. რაც შეეხებათ პედაგოგებს, მათი 70% ვაქცინირებულია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

თუ მასწავლებლის გამოცდაზე ვერ რეგისტრირდებით - რას ნიშნავს „აბონენტი ვერ მოიძებნა“

საჯარო სკოლების შემოწმება დაიწყო - NAEC 2027 წლის ეროვნულებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„პედაგოგის დაფასება ნიშნავს მისი პროფესიული ღირსების აღიარებას, შრომის პატივისცემასა და ისეთი გარემოს შექმნას, სადაც მასწავლებელი გრძნობს საკუთარ მნიშვნელობას“

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

მასწავლებლებს პროფესიული განვითარების დეტალები და რეკომენდაციები გააცნეს

პიროვნება

„მნიშვნელოვანია, თითოეული პედაგოგი გრძნობდეს, რომ მისი შრომა შეუმჩნეველი არ რჩება“ - მახათაურის საჯარო სკოლის დირექტორი ნინო მოდებაძე

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება