სიახლეები
ეტალონი

„მისასალმებელია, რომ გამარჯვებული არაქართულენოვანი სკოლის მოსწავლე გახდა“ - „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
16-11-2021
-
+


„ეტალონი“ უკვე მრავალი წელია მოსწავლეების განათლების გაფართოებასა და მოტივაციაზე ზრუნავს. პროექტის მიზანს არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, განათლებული ახალგაზრდების გამოვლენა და მათი წახალისება წარმოადგენს და მიუხედავად იმისა, კოვიდპანდემიის გამო არაერთი პროექტი შეჩერდა, სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ეტალონს“ არც ამ რთულ პერიოდში გადაუხვევია მთავარი მიზნისთვის. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ახლაც წარმატებით მიმდინარეობს და ერთგული თანამოაზრეების, ჭეშმარიტი „ეტალონელების“ დამსახურებით სულ უფრო მასშტაბურ სახეს იღებს. 

კიდევ უფრო საამაყო კი ისაა, რომ ადგილობრივი ხელისუფლებაც „ეტალონის“ მხარდამხარ, ზრუნავს, რომ  ბავშვებს უკეთ სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ. ამის ნათელი მაგალითია ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია.

15 ნოემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ბოლნისის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული აკაურთის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე არზუ ხალილოვამ მოიპოვა.

Etaloni.ge  ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ვალენტინა ნავერიანს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს იამზე სვანიძეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენელს გიორგი საცკოვს, აკაურთის სკოლის დირექტორს ნოფალ ალიევს, პედაგოგი ქეთევან ლიქოკელს და „ბოლნისის ეტალონი მოსწავლეს“ არზუ ხალილოვას ესაუბრა, რათა აღნიშნული პროექტის მნიშვნელობაზე მათი აზრი მოგვესმინა.

ვალენტინა ნავერიანი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე:

„ეტალონი“ არამარტო ბოლნისისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. მისი დაწყების დღიდან როგორც მუნიციპალიტეტი პროექტის ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერი ვიყავით, რადგან გვესმის მისი მნიშვნელობა. მინდა ვისარგებლო შესაძლებლობით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს განათლების სისტემაში შეტანილი ღვაწლისთვის. მუნიციპალიტეტისთვისაც მნიშვნელოვანია „ეტალონი“, რადგან  ჩართული არიან ახალგაზრდები, მოსწავლეები და მათი მშობლები. განათლება და წიგნიერება უნდა გახდეს ახალგზარდებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან ცივილიზებული სამყაროს გასაღები განათლებაში დევს. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ეს ფაქტორი გათავისებული გვაქვს და მუნიციპალიტეტის სისტემატურად ზრუნავს, რომ  ჩვენს ტერიტორიაზე განათებული ადამიანების თაობა აღვზარდოთ. სადაც განათლება არ არის, იქ განვითარებაც შეწყვეტილია. წლების შემდეგ „ეტალონით“ გაზრდილი თაობა ამ ღვაწლს უფრო დააფასებს, ვიდრე ჩვენ ახლა, ვინც ამ პროცესში ვმონაწილეობთ, როგორც მათთვის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირები“.

იამზე სვანიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

„ვფიქრობ, რომ „ეტალონი“ არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მოსწავლეებს საკუთარი ცოდნისა და უნარების შემოწმების საშუალებას აძლევს. სასიამოვნოა, რომ კონკურსში მონაწილეობდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული 34 სკოლის 315 მოსწავლე, მეორე ტურში ჩაერთო 82 მოსწავლე. ძალიან მისასალმებელია, რომ ჩვენი არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებიც აქტიურად არიან ჩართული და სწორედ არაქართულენოვანი აკაურთის საჯარო სკოლის მოსწავლე გახდა „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“. ეს არის მოტივაცია თითოეული მოსწავლისათვის, რომ უფრო მეტად იყვნენ ერუდირებულნი, რომ უფრო მეტად ჩაერთონ მოდელირებულ სიტუაციაში, რითაც კონკურსებსა და პროექტებს შეეჩვევიან. ვულოცავ აკაურთის სკოლას და სრულიად ბოლნისის სასკოლო საზოგადოებას. ვიმედოვნებ და ძალიან მინდა რომ „წლის ეტალონი მოსწავლეც“ ჩვენი მუნიციპალიტეტიდან იქნება“.

გიორგი საცკოვი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილების წარმომადგენელი:

„ის გარემოება, რომ ყოველწლიურად „ეტალონს“ მხარს ვუჭერთ, თავისთავად მეტყველებს, რომ მივესალმებით პროექტს და მხარში ვუდგავართ ყველანაირად, რადგან ეს მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებისა და მომავალი თაობებისთვის. განათლებული და წარმატებული თაობა სჭირდება ქვეყანასაც და თითოეულ ქალაქსაც. მინდა მივულოცო გამარჯვებულს და წარმატება ვუსურვო ყველა დანარჩენ მონაწილეს, ასევე მათ ვისაც უნდა და ფიქრობს, რომ მომავალში მიიღებს მონაწილეობას „ეტალონში“. ჩვენი, როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მხარდაჭერა გაგრძლდება. ადრეც აქტიურად ვთანამშრომლობდით და ყოველთვის გავაგრძელებთ.“

ნოფალ ალიევი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ აკაურთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონის“ მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს, არა მარტო მე არამედ მთელს ჩვენს სკოლას. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და მის გუნდს, თქვენ აკეთებთ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქმეს ჩვენი მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში. ყველა აქტივობა, რასაც „ეტალონი“ აკეთებს - იქნება ეს ინტელექტ-ჩემპიონატი თუ „izrune.ge, მიმართულია მოსწავლეების განვითარებისკენ. რაც შეეხება ჩვენი სკოლის მოსწავლეს არზუ ხალილოვას, რომელიც „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გახდა, ის არაჩველებრივი მოსწავლეა და ამავე დროს კარგად აღზრდილი ადამიანი, ყველა ასპექტით წარჩინებლია, ყველა ვამაყობთ მისით და კიდევ უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ“.


ქეთევან ლიქოკელი, აკაურთის საჯარო სკოლი მასწავლებელი:

„ეტალონში“ მას შემდეგ ვართ ჩართული, რაც ეს პროექტი ჩვენს მუნიციპალიტეტში დაიწყო. წინა წლებშიც წარმატებით გამოდიოდით და  ძალიან ბევრ ბავშვს გაუჩნდა მოტივაცია, რომ თავადაც ჩართულიყვნენ. წელს კიდევ ძალიან გაგვახარა ჩვენი სკოლის  მოსწავლის წარმატებამ. მთელი სკოლა უკვე იმაზე ფიქრობს თუ  როდის იქნება მომავალ წელს, რომ თავადაც მიიღონ მონაწილეობა. რაც შეეხება გამარჯვებულს, არზუ არის ძალიან კარგი მოსწავლე, ძალიან ბევრს სწავლობს, შრომობს, ცდილობს. კონკურსში izrune.ge-ც დაეხმარა, აქტიურად არის ჩართული ამ ტესტებში და თუ რამე ვერ გაიგებს ყველას გვეკითხება, ასე ვთქვათ „შეწუხებული“ ჰყავს ყველა მასწავლებელი. არ ელოდა ნამდვილად ამ გამარჯვებას, იმიტომ რომ არაქართულენოვანი სკოლაა და ფიქრობდნენ რომ კონკურენციას ვერ გაუწევდნენ, მაგრამ შედეგი ყველამ ვნახეთ და ვამაყობთ ამით“.

არზუ ხალილოვა, „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“:

„ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის „ეტალონში“ გამარჯვება და „ბოლნისის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვება. არ ველოდი, იმიტომ რომ ქართულენოვანი სკოლებიდან ბევრი ბავშვი მონაწილეობდა, კონკურენციაც მაღალი იყო. ამიტომ ჩემთვის უფრო საამაყოა, რომ მოვახერხე გამარჯვება. „ეტალონი“ ძალიან მიყვარს, ჩემს კლასელებსაც ვეუბნები რომ მიიღონ მონაწილეობა და აუცილებლად მიაღწევენ წარმატებას. ვემზადები შემდეგი ეტაპისთვის და მინდა, რომ გავახარო როგორც ჩემი სკოლა და მასწავლებლები, ასევე საკუთარ თავსაც დავუმტკიცო, რომ უფრო მეტი შემიძლია. ამ შესაძლებლობისთვის კი მადლობას ვუხდი „ეტალონს“ და მის ავტორს, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს.


ასევე იხილეთ:

2021 წლის „ბოლნისის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის II ეტაპის მონაწილეთა სია - ეტალონი

„მოხარული ვიქნებოდით „ეტალონი“ უფრო ხშირადაც რომ ტარდებოდეს“- ბოლნისის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი დასრულდა

ბოლნისელი მოსწავლეებისთვის „ეტალონი“ დისტანციურ ინტელექტ-ჩემპიონატს გამართავს


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ახალი სასწავლო წლიდან 500-ლარიან დანამატს 100 მასწავლებელი მიიღებს - რის მიხედვით შეარჩევს სამინისტრო პედაგოგებს
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
ორ საგამოცდო საგანთან დაკავშირებით აბიტურიენტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
ყოველწლიური თვითშეფასება სავალდებულო ხდება - ვის ეხება ცვლილება
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
„ბაღმა ბავშვს უნდა მისცეს ხასიათი, ასწავლოს ბევრი კითხვის დასმა!“ - პედაგოგი და თერაპევტი ბარბარე მარგალიტაძე სკოლამდელი ასაკის განათლებაზე
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება