სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N62 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თემაზე - „არაბობა ქართლში“, საინტერესო პრეზენტაცია მოამზადეს
11-11-2021
-
+


ჟიული შარტავას სახელობის თბილისის N62 საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო გარემოა შექმნილი.

სკოლის მე-82 კლასის მოსწავლეებმა: ნინი ბუცხრიკიძემ, გიორგი ლაზვიაშვილმა, ბარბარე ლობჟანიძემ და ანდრია ფოლადაშვილმა ისტორიის პედაგოგის, ცირა გრიშიკაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს; თემა - „არაბობა ქართლში“ გახლდათ.

„სასკოლო პროექტის - „დაცული უფლებები შენი თავისუფლებაა", აქტიური მონაწილე, ისტორიის წამყვანი მასწავლებელი - ცირა გრიშიკაშვილი მე-82 კლასის მოსწავლეებთან ერთად უსამართლობის, ჩაგვრის, იძულების, შევიწროების, თავისუფალი ნების დარღვევის წინააღმდეგ ილაშქრებს პროექტით -  „დევნილი ქრისტიანები". პროექტის მონაწილეები რამდენიმე კვირის განმავლობაში მოგზაურობდნენ ისტორიის ხვეულებში, სხვადასხვა საუკუნის გადმოსახედიდან უყურებდნენ დარღვეულ უფლებებს, ძალადობას, რომელიც დღესაც იწვევს პროტესტს. მოსწავლეები აბო თბილელის, დავით და კონსტანტინე მხეიძეების, კონსტანტინე კახის, მიქელ გობრონისა და მრავალი სხვა ვნებულის ცხოვრებას გაეცნენ. დისკუსიების, განხილვების, მსჯელობის შედეგად ცხადი გახდა, რომ დამპყრობელი მოძალადეა, რომ ტირანიას მძიმე შედეგები აქვს, რომ ადამიანის თავისუფალი ნება ხელშეუხებელია. გასაოცარი, მრავალფეროვანი და ნაყოფიერი აღმოჩნდა მუშაობის პროცესი და შედეგი. პრეზენტაციებში აისახა მოსწავლეთა სიღრმისეული ცოდნა, კრიტიკული აზროვნება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება