| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვირიშის საჯარო სკოლას სწავლის დასწრებულად განახლებიდან დღემდე, ერთხელ დასჭირდა, რომ წერტილოვანი შეზღუდვა გამოეყენებინა და კორონავირუსის შემთხვევის გამოვლენის გამო ონლაინ სწავლაზე გადასულიყო.
სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ კორონავირუსი მასწავლებელს დაუდასტურდა, რომელსაც საგაკვეთილო საათები სხვადასხვა კლასში ჰქონდა. ამიტომ საჭირო გახდა ორი კვირით სკოლა მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო. თუმცა 1-ელი ნოემბრიდან სწავლა კვლავ საკლასო ოთახებში განახლდა და შეუფერხებლად მიმდინარეობს.
„მას შემდეგ რაც 4 ოქტომბერს სწავლა პირისპირ რეჟიმში დავიწყეთ, მხოლოდ ერთხელ გვქონდა კორონავირუსის შემთხვევა. ერთ მასწავლებელს დაუდასტურა, თუმცა რამდენიმე კლასში უწევდა შესვლა და ამიტომ რესურსცენტრთან შეთანხმებით, არსებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, გადაწყდა რომ ორი კვირა მთელი სკოლა დისტანციურად გავაგრძელებდით სწავლას. 1-ელ ნოემბერს დავუბრუნდით ისევ საკლასო ოთახებს და მას შემდეგ შეუფერხებლად ვსწავლობთ. მასწავლებლების უმრავლესობა აცრილია და არც ისეთი მოსწავლე გვყავს, ვინც დისტანციურად მოისურვებდა სწავლას“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
სურსათის ყველა - 694 ნიმუშის კვლევის შედეგია ცნობილი
თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს
მასწავლებელი და ბილინგვური სწავლების სპეციალისტი მოვლუდ მეხრაბოვი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას
„გვჯერა, მაღალი აკადემიური თუ აღზრდითი შედეგების მიღწევა მხოლოდ მჭიდრო, პარტნიორული თანამშრომლობითაა შესაძლებელი“