სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სამინისტრომ განათლების ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა - საჯარო კონსულტაციები დაიწყო
09-11-2021
-
+


საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 წლების სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების შემუშავების პირველი ეტაპი დასრულდა. დაინტერესებულ მხარეთაგან მოსაზრებებისა და რეკომენდაციების მიღების  მიზნით, მიმდინარე კვირიდან მისი პირველადი ვერსიის საჯარო განხილვები დაიწყო.

საჯარო კონსულტაციები ონლაინ ფორმატში ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული მხარე – სამთავრობო უწყებები (როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე), საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები, დამსაქმებლები/დამსაქმებელთა გაერთიანებები და სექტორული ასოციაციები მიიღებენ. ასევე, დაგეგმილია ღია ონლაინ საკონსულტაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას ნებისმიერი დაინტერესებული პირი შეძლებს. 

საჯარო განხილვის შემდეგ, მიღებული უკუკავშირის გათვალისწინებით, საქართველოში პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი გადამუშავდება და წლის ბოლოსთვის დამტკიცება.

სტრატეგიის სამუშაო დოკუმენტი  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ევროკავშირის ტექნიკური მხარდაჭერითა და დაინტერესებულ მხარეებთან მჭიდრო კონსულტაციის საფუძველზე შეიმუშავა.

შემუშავების პროცესს წინ უძღოდა კვლევები და სიტუაციური ანალიზი. შესაბამისად, პირველად ვერსიაში ასახულია დამსაქმებლების/კერძო სექტორის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების ადგილობრივი და საერთაშორისო სპეციალისტების, სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლების ხედვა პროფესიული განათლების სისტემის განვითარებასთან დაკავშირებით.

ხარისხიანი პროფესიული განათლების უზრუნველსაყოფად სტრატეგია ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორებიცაა: ტექნოლოგიებისა და შრომის ბაზრის სწრაფი ცვლილება, მოთხოვნა ახალ პროფესიულ უნარებზე, დემოგრაფიული ცვლილებები, გლობალიზაცია, პანდემია, პოსტკოვიდური განვითარება და სხვ. გრძელვადიანი სტრატეგია შექმნის საფუძველს პროფესიული განათლების რეფორმის შემდგომი ეტაპისთვის.

იხილეთ საქართველოს პროფესიული განათლების 2021-2025 სტრატეგიისა და სტრატეგიის 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმის პირველადი სამუშაო ვერსიები.

2021 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: vetstrategy@mes.gov.ge


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ 

კომისია ერთად აფასდებს თუ ცალ-ცალკე მასწავლებლის წარდგენილ ხედვასა და გასაუბრებას?

158 ლარი კლასის დამრიგებლებისთვის - ახალი სასწავლო წლიდან დანამატი ორმაგდება

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება