სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„რაც სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდა, დისტანციურზე გადასვლა არ დაგვჭირვებია“-ახოს საჯარო სკოლაში რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
09-11-2021
-
+


ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მშობლები კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებულ რეკომენდაციებსა და რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.

როგორც სკოლის დირექტორმა, ასლან ბერიძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს. 

დირექტორის თქმით, სკოლის ტერიტორიაზე რამდენიმე თვალსაჩინო ადგილას კორონავირუსის შესახებ საინფორმაციო დაფებიცაა გაკრული. 

ვირუსი ჰქონდა მხოლოდ 1 მოსწავლეს და პროცესმა გართულებების გარეშე ჩაიარა. 

ასლან ბერიძემ აღნიშნა, რომ სხვა ფაქტორებთან ერთად, სკოლაში ვირუსის ასეთი დაბალი მაჩვენებელი იმის დამსახურებაცაა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია.

„რაც სწავლა დასწრებით ფორმატში განახლდა, დისტანციურ ფორმატზე გადასვლა არ დაგვჭირვებია, რადგან ყველა რეგულაციასა და რეკომენდაციას ვასრულებთ. ამასთან ერთად, ყველა საჭირო საშუალების ერთი თვის მარაგი გვაქვს. მშობლები და მასწავლებლებიც ზედმიწევნით იცავენ რეგულაციებს. საკლასო ოთახებში დეზინფექცია ტარდება, საპირფარეშოებიც მოწესრიგებულია. სკოლაში თვალსაჩინო ადგილებზე გამოკრულია საინფორმაციო დაფები, სადაც საჭირო რეკომენდაციებია ჩამოწერილი. კიდევ ერთი ხელშემწყობი ფაქტორი ისიცაა, რომ სკოლა მცირეკონტინგენტიანია და კლასებში დისტანციის დაცვა შესაძლებელია. ეს კი ხელს უწყობს რომ ვირუსი არ გავრცელდეს. პირველკლასელს ჰქონდა კოვიდი, მაგრამ ეს პერიოდი გართულებების გარეშე გადავლახეთ“,- ამბობს ასლან ბერიძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოს საჯარო სკოლის დირექტორი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება