| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.
როგორც სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გრიშა აბაშიძემ Etaloni.ge-სთან საუბარში აღნიშნა, სკოლა პანდემიიდან გამომდინარე არსებულ გამოწვევებს უმკლავდება და სასწავლო პროცესი შეუფერხებლად, საკლასო ოთახებში მიმდინარეობს.
სკოლაში სადეზინფექციო საშუალებებისა და პირბადეების დიდი რაოდენობა აქვთ. ასევე, აღსანიშნავია, რომ არსებულ ვითარებას მოსწავლეებიც დიდი პასუხისმგებლობით ეკიდებიან - სკოლაში პირბადეებით დადიან და დისტანციას იცავენ.
გრიშა აბაშიძემ საუბრისას დამლაგებლების განსაკუთრებულ წვლილზეც ისაუბრა. მისი თქმით, დამლაგებლები ყოველ დასვენებაზე საკლასო ოთახებსა და სველ წერტილებს გულდასმით ასუფთავებენ.
„სასწავლო წელი ჩვენ, როგორც სხვა სკოლებმა დისტანციურად დავიწყეთ. 4 ოქტომბრიდან გადავედით საკლასო ოთახებში. სკოლა პანდემიიდან გამომდინარე გამოწვევებს უმკლავდება. შემოტანილია ხსნარები, სადეზინფექციო საშუალებები, პირბადეებიც საკმაო რაოდენობითაა. ასევე, კმაყოფილები ვართ დამლაგებლების მუშაობით, ისინი ყოველ დასვენებაზე საკლასო ოთახებსა და სველ წერტილებს ასუფთავებენ. ყველა მოსწავლე სკოლაში პირბადით ცხადდება. კლასებში დისტანცია დაცულია. ასე რომ. მოსწავლეთა შორის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა და სწავლა ნორმალურად, შეუფერხებლად მიმდინარეობს“,- ამბობს გრიშა აბაშიძე, შოთა ანანიძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით
მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი
„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი - მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“
„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე
„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს