სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგთა უმეტესობა აცრილია - სკოლაში კოვიდრეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ
09-11-2021
-
+


ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლაში სულ რვა მოსწავლე და ცხრა მასწავლებელია; დასწრებით ფორმატში სწავლა 4 ოქტომბერს კოვიდრეგულაციების სრული დაცვით განახლდა. მიუხედავად იმისა, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია პედაგოგები დირექტორის, მურთაზ მანდარიას ხელმძღვანელობით მოსწავლეებისთვის საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო გარემოს ქმნიან.

სკოლის დირექტორი მურთაზ მანდარია etaloni.ge-სთან საუბრობს თუ როგორ იცავენ სკოლაში არსებულ რეგულაციებსა თუ მოთხოვნებს; იგი ასევე, ელექტრონული ჟურნალის შესახებ საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს.

„დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ 4 ოქტომბრამდე ვიყავით, მას შემდეგ სწავლა პირდაპირ რეჟიმში, რეგულაციების სრული დაცვით მიმდინარეობს. სკოლაში რეგულარულად ვიყენებთ სხვადასხვა სადეზინფექციო ხსნარებს, მოსწავლეები და პედაგოგები სამედიცინო ნიღბებით არიან და რა თქმა უნდა თერმოსკრინინგიც ხორციელდება. ჩემი პედაგოგების უმეტესობა და მეც რა თქმა უნდა ორჯერადად აცრილები ვართ და თავდაცვის მიზნით რეგულარულად ვიტესტებით. ელექტრონულ ჟურნალს რაც შეეხება პირადად მე მომწონს, რადგან მშობლებს საშუალება აქვთ შეამოწმონ შვილის სასკოლო მდგომარეობა და ასევე, ნიშნებზე ხელოვნური ზემოქმედება არ მოხდება; მოგეხსნებათ ძველად იყო გამოცდილება, როდესაც ჟურნალებში ნიშნებს უმატებდნენ მასწავლებლები ბავშვებს. თუმცა, არსებობს ერთი დიდი პრობლემა, რასაც უინტერნეტობა ჰქვია.. იმისთვის, რომ ელექტრონულმა ჟურნალმა სრულყოფილად იმუშაოს და მასწავლებლები მის ფუნქციებში სათანადოდ გაერკვნენ აუცილებელია ინტერნეტთან ხელმისაწვდომობა იყოს, რაც რეგიონებში არ არის. სახელმწიფომ ჯერ ამ საკითხების, პრობლემის მოგვარება უნდა შეძლოს და შემდეგ მოითხოვოს მისი შესრულება“,- აღნიშნავს მურთაზ მანდარია.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლებისთვის - საგნის გამოცდაზე რეგისტრაცია 20 ოქტომბრიდან იწყება

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

პიროვნება

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„მოსწავლის ინდივიდუალობა თუ აკადემიური სტანდარტი -  მაყვალა გელაშვილის ხედვა სასკოლო ჩაცმულობაზე“

 

„ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, მნიშვნელოვანია, თითოეულ მასწავლებელს ჰქონდეს განვითარების სურვილი“ - ჯუმბერ ხოზრევანიძე

„მნიშვნელოვანია, სკოლებში კვალიფიციური მასწავლებლები იყვნენ“ - ფერმის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ ალიევი

„ძვირფასო სტუდენტებო, გისურვებთ, რომ თქვენი არჩეული გზები ნათელი, სტაბილური და დანაკარგის გარეშე ყოფილიყოს

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება