სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ კითხვები, აქტიურობდნენ და ბედნიერები არიან“- გორში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი გაიმართა
29-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ ფორმატში გრძელდება. პროექტი, ტრადიციულად, მოსწავლეების ცოდნის გაღრმავებასა და მათი მოტივაციის გაზრდაზე ზრუნავს, მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 28 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი გორელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა გორელი მოსწავლე „ეტალონისა“ და გორის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

გორის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

მიხეილ ბიბილაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვრის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მისასალმებელია, რომ არსებულ გამოწვევებს, რაც კოვიდის გამო შეიქმნა, არ შეუშინდით და ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ პანდემიამ სასწავლო პროცესს გარკვეული დაღი დაასვა. როდესაც გაკვეთილები, გამოცდები და ასეთი კონკურსები კონტაქტურად ტარდება, უფრო მეტი ეფექტი აქვს და მეტად გაძლევს მოტივაციას, თუმცა არსებული სიტუაცია ამის საშუალებას სამწუხაროდ აღარ გვაძლევს... კმაყოფილი ვარ, რომ ამ ვითარების მიუხედავად, ბავშვებმა მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ახლაც ჩვენ სკოლაში სულ 4 კლასია, დანარჩენები დისტანციურზე არიან გადასული. ასე რომ, ჩვენ ამ ფაქტორმაც ხელი შეგვიშალა.

„ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები, პირველ ყოვლისა, საკუთარ თავს ამოწმებენ. ვფიქრობ, რომ ეს გამოცდილება ცხოვრების შემდეგ ეტაპებზე - ეროვნულ გამოცდებზე, სხვადასხვა კონკურსებსა და კარიერულ წინსვლაში, გამოადგებათ. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ბავშვს არამხოლოდ პროფესიული, არამედ ზოგადი განათლება ჰქონდეს. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს ვეუბნები, დღეში 1 ტერმინი რომ ისწავლოთ, წლის ბოლოს 365 ტერმინი გეცოდინებათო. ბავშვი მრავალმხრივ განვითარებული უნდა იყოს. სწორედ ამიტომ მომწონს „ეტალონი“, მასში შეკითხვები სხვადასხვა დისციპლინიდან მოდის და ყველაფრის ცოდნას მოითხოვს. მადლობა „ეტალონს“ რომ ჩვენი სკოლების მოსწავლეების განვითარებაზე ზრუნავს.“

იზა წიქარიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ვფიქრობ, რომ ყველა აქტივობა, რაც მოსწავლის განვითარებას ხელს შეუწყობს, სასურველი და მისაღებია. ჩვენი სკოლის მოსწავლეებს მოტივაცია ჰქონდათ და შესაბამისად, ძალიან კარგი შედეგი აჩვენეს. ჩვენთვის „ეტალონის“  ჩატარების დისტანციური ფორმატი საინტერესო და მისაღებია, რადგან მოსწავლეები შედეგს მაშინვე ხედავენ. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ეს ფორმატი მოგვწონს. ბავშვები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ და ახლა მეორე ეტაპს ელოდებიან. ვფიქრობ, რომ მსგავს კონკურსებში მონაწილეობა შესაძლებლობების გამოვლენის, საკუთარი თავის მიმართ რწმენის განმტკიცების, დამოუკიდებელი აზროვნებისა და ყველა იმ უნარის განვითარების საუკეთესო შესაძლებლობაა, რასაც 21-ე საუკუნის სკოლა ემსახურება.“

მზია ფატარიძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ ტესტირების ჩატარების ფორმატი, მით უმეტეს, ამ ეტაპზე, ბავშვები მსგავს აქტივობებს ძალიან მოკლებული არიან. სიამოვნებით იმუშავეს და იმედია, შედეგიც კარგი იქნება. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, მეტად მოტივირებული არიან. კარგი შედეგის შემთხვევაში გაიხარებენ ბავშვები და სიგელებიც გადაეცემათ, რა თქმა უნდა. ყველა მსგავს პროექტში ძალიან დიდი ინტერესითა და სიხარულით ჩაერთვებიან. ზოგადად, ჩვენი მოსწავლეები „ეტალონში“ ძალიან აქტიურად ერთვებიან და იმედია, მომავალშიც ასე გააგრძელებენ.“

ქეთევან ცერცვაძე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ტესტირების პროცესი სრულყოფილად მიმდინარეობდა, ბავშვები კმაყოფილები იყვნენ. თუ არ ვცდები, 2 მოსწავლე მეორე ეტაპზეც გადავიდა. ძალიან კარგი პროექტია, გვიყვარს „ეტალონი“, რადგან ცოდნის, უნარების გამოვლენის შესაძლებლობაა. აზროვნებასა და ინტელექტს მოითხოვს. მასში მონაწილეობით მოსწავლეების ცოდნის დონე იკვეთება, მოწმდება. ამით მათ სტიმული და მოტივაცია ეძლევათ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები პროექტში ყოველთვის აქტიურად მონაწილეობენ.“

ამალია საური, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის საჯარო სკოლის დირექტორი:

„სიმართლე გითხრათ, არ ველოდი თუ ასეთი ხალისითა და მონდომებით ჩაერთვებოდნენ ჩვენი მოსწავლეები. ძალიან მოეწონათ კითხვები, აქტიურობდნენ და ბედნიერები არიან. ვფიქრობ, რომ მოსწავლეებს „ეტალონი“ იმის შეგრძნებას უჩენს, რომ უფრო მეტი შეუძლიათ, მეტად თავდაჯერებული ხდებიან. იმდენად საინტერესო იყო, ზოგიერთმა მოსწავლემ ისიც კი თქვა, ნეტავ, ჩვენც დავრეგისტრირებულიყავითო. ძალიან კარგია ასეთი შემოქმედებითი ჩემპიონატები, მით უმეტეს, პანდემიის პირობებში, როდესაც მოსწავლეები ღონისძიებებს მოკლებული არიან. გულწრფელად გეტყვით, რომ ჩვენთვის დისტანციური ფორმატი ძალიან მოსახერხებელი იყო. მოსწავლეები მიღებული შედეგებით კმაყოფილები იყვნენ და დიპლომებმა ძალიან გაახარა.“


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება