სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„მოსწავლეებმა თავიანთი სიგელები ძალიან დიდი სიხარულით ამობეჭდეს და კედელზე გააკრეს“- ქარელში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
28-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ პროექტია, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა. პანდემიის და შეცვლილი რეალობის მიუხედავად კონკურსი არ გაჩერებულა და მეტიც, დისტანციური ფორმატით მოახერხა მოსწავლეების მოტივაციაზე ზრუნვა. პროექტი კვლავ მთელ საქართველოს მოიცავს და მუნიციპალიტეტების მიხედვით მიმდინარეობს. 26 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი ქარელელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ქარელელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ქარელის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ეკატერინე მაისურაძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის ინტერნეტი სრულყოფილად ხელმისაწვდომი იყო. ბავშვები ყოველთვის ძალიან მოტივირებული არიან, რომ „ეტალონში“ ჩაერთონ. მათთვის ეს ძალიან კარგია, თავიანთ ცოდნას ავლენენ. ჩვენი კონტინგენტი მცირეა და შესაბამისად, ბავშვთა რაოდენობას თუ გავითვალისწინებთ, ჩვენგან ჩართულობა მაღალია. „ეტალონში“ მონაწილეობა მოსწავლეებს ძალიან ბევრ რამეს აძლევს. პირველ რიგში, განვლილ მასალას იმეორებენ. მეტად მოტივირებული არიან, მაგალითად, მოსწავლეებმა მათთვის გადაცემული ონლაინ სიგელები ძალიან დიდი სიხარულით ამობეჭდეს და კედელზე გააკრეს. მათზე ეს პროექტი ძალიან კარგად აისახა.“

ლელა სიდამონიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარაშენის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლა ძალიან მცირეკონტინგენტიანია, სულ 50 მოსწავლე გვყავს. მეცხრე კლასი საერთოდ არ გვყავს და მაინც წლებია „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. როცა კონტინგენტი უფრო დიდია, მაშინ უფრო აქტიურად ვერთვებით. ბავშვებიც დაინტერესებული არიან და ხალისით მონაწილეობენ. „ეტალონში“ მონაწილეობით მოსწავლეები უფრო აქტიურდებიან, მოტივირებული ხდებიან და სწავლის სურვილი უძლიერდებათ. უფრო მეტადაც ინტერესდებიან სხვადასხვა ზოგადი საკითხით.“

ალექსანდრე ავალიანი, ქარელის მუნიციპალიტეტის ზღუდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის კარგად მიმდინარეობდა. ზოგადად, მოსწავლეთა ჩართულობას რაც შეეხება, მოსწავლეების ნაწილი იზოლაციაშია და ამან ცოტა შეგვაფერხა. „ეტალონი“ ყოველმხრივ კარგი კონკურსია. მოსწავლეებს სტიმულს აძლევს. ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, ბევრი ბავშვი არ გვყავს, თუმცა კონკურსში ჩართულობა, ყოველთვის მაღალია. ჩემი აზრით, ჩემპიონატში მონაწილეობით მათ სწავლისადმი ინტერესი უღვივდებათ.

მაყვალა გელაშვილი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხისის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ მოსწავლეთა მამოტივირებელი პროექტია, ჩემი აზრით, ეს კონკურსი ინტელექტუალური შესაძლებლობების გაძლიერებას ემსახურება და ყველანაირად დადებითად ვაფასებ ამგვარი პროექტის არსებობას. ჩვენი სკოლიდან ჩართულობაც მაღალი იყო. ზოგადად, ვფიქრობ, რომ მოსწავლეებისთვის კონკურსებში მონაწილეობა ძალიან კარგია, რადგან ეს მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გაძლიერებას ნიშნავს. „ეტალონში“ ჩართული მოსწავლე ცოდნასა და უნარებს იუმჯობესებს.“

ნელი მექვაბიძე, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენს სკოლაში ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან კარგად მიმდინარეობდა. ბავშვები დაინტერესებული იყვნენ, 2 მათგანი მეორე ეტაპზეც გადავიდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია, ბავშვების ცოდნის დონეს აღრმავებს, სხარტ აზროვნებას აჩვევს და შესაბამისად, მეც ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ამ ჩემპიონატში ყოველ სასწავლო წელს იყვნენ ჩართულები, „ეტალონი მოსწავლეც“ გვყავდა. ყოველთვის აქტიურად ვერთვებით და მადლობლები ვართ, რომ ასე ზრუნავთ ბავშვების გონებრივ განვითარებაზე. მოსწავლეები ემზადებიან და ელოდებიან ხოლმე როდის დაიწყება „ეტალონი“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება