სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთული განათლების ხარისხის ამაღლებაზე ზრუნვაა“- მაია მესხია, წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი
26-10-2021
-
+


რას ნიშნავს მისთვის პასუხისმგებლობა? რას ისურვებდა 10 წლის შემდეგ? და მისი აზრით რა სურს მოსწავლეს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით, თავის აზრს წალენჯიხის N6 საჯარო სკოლის დირექტორი მაია მესხია გვიზიარებს.

- სკოლაში იგრძნობა...

-  ერთიანობა. „ძალა ერთობაშია“, ესაა ჩვენი სკოლის სლოგანი.

- მოსწავლეს სურს...

-  საკლასო ოთხაებში სწავლის გაგრძელება. კოვიდის გამო, სკოლები გამოწვევის წინაშე დადგა, თუმცა ოპერატიულად მოხდა დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა. უნდა აღინიშნოს, რომ საკლასო ოთახებში სწავლება უფრო შედეგობრივია.

- კოვიდ-სიტუაციაში ყველაზე რთულია...

- ზრუნვა განათლების ხარისხის ამაღლებაზე, რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით.

- პასუხისმგებლობა ნიშნავს...

- პასუხისმგებლობა დიდი ტვირთია. ხანდახან შეუძლებელიც უნდა შეძლო. კეთილსინდისიერად უნდა მიუდგე საქმეს.

- 10 წლის შემდეგ ვისურვებდი...

- 10 წლის შემდეგ, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი ცხოვრება იქნება, ყველანაირად. მე ხომ გამოუსწორრებელი ოპტიმისტი ვარ.

- პედაგოგებს სჭირდებათ ... 

- მოსწავლეები. ისინი ჩვენი მოტივატორები არიან, თუმცა მუხტი ჩვენ უნდა ჩავაგდოთ და გავაღვივოთ.

- სასკოლო საგნებს დავამატებდი...

-  დღევანდელი სიტიუაციიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ფსიქოლოგიის სწავლება მაღალ კლასებში არ იქნებოდა ურიგო.

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

ორშაბათს სწავლა არ იქნება - საქართველოს საჯარო სკოლები და ბაღები ისვენებენ

22 ნოემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა - მთავრობის გადაწყვეტილებით საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.

2026 წლის მასწავლებელთა გამოცდაზაზე გამოყენებული ყველა ტესტი

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება