სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ზაკის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურნენ
02-02-2018
-
+


ზაკის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს სხვადასხვა აქტივობით გამოეხმაურნენ

„ნაცარქექია“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ბარონ მიუნ ჰაუზენის თავგადასავალი“, „ძმებილომგულები“, უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის განკუთვნილი მცირე ტექსტები, - ეს ისმხატვრული ლიტერატურაა, რომელიც დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ქართული ენის კაბინეტში, თანატოლების წინაშე ხმამაღლა წაიკითხეს.

ხოლო მეთორმეტე კლასის მოსწავლეები წიგნის საჯარო კითხვის მსოფლიო დღეს რიგინალურად შეხვდნენ. მათ სკოლის ეზოში თოვლის პაპა გააკეთეს, „ხელებში“ წიგნიდააჭერინეს, მის გარშემო განლაგდნენ და უმცროსკლასელების წინაშე წიგნები საჯაროდწაიკითხეს.

„წიგნი ჩვენი წარმატების საწინდარია და გვინდა ჩვენმა უმცროსმა მეგობრებმაწიგნებისადმი ინტერესი და სიყვარული სწორედ ჩვენგან იგრძნონ“, - ასე ფიქრობს მეთორმეტეკლასელი ლუსინე პეტროსიანი, რომელიც დიდი ხანია ქართულენოვან წიგნებს დამოუკიდებლად კითხულობს. მან და რიმა ბადასიანმა მსმენელებს ქართული ხალხური ზღაპრის „ნაცარქექიას“ ეპიზოდები წარუდგინეს, დანარჩენებმა - საინტერესო მონაკვეთები გამოჩენილი მწერლების სხვადასხვა წიგნებიდან.

წიგნების საჯარო კითხვა კლასებშიც გაგრძელდა, მერვე კლასის საუკეთესო მკითხველებმა ნარინე კარახანიანმა, როზა აკოფიანმა, არაგაც ავეტისიანმა და ჰაიასტან მარტიროსიანმა თანატოლებს ქართულ ენაზე გამოცემული საბავშვო ლიტერატურა გააცნეს, რაშიც მათ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის „თავისუფალი გაკვეთილების“ფარგლებში მიღებული გამოცდილებაც გამოადგათ.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით მომზადებულ პროექტს „კითხვით ვეცნობით სამყაროს“ , რომელიც გასული წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე განხორციელდა და რომელიც მიზნად ქართულ ენაში კითხვაში გაწაფვას ისახავდა მიზნად, არაქართულენოვანი მასწავლებელი, რუზანა ღანდილიანი ხელმძღვანელობდა.
 
იხილეთ ვიდეოები
 
 
 
 
 
 

კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

საანბანო პერიოდის დაწყებასთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა

პედაგოგები პირველკლასელებს საანბანო პერიოდის დაწყებას კიდევ ერთხელ ულოცავენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება