სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, უნივერსიტეტები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა
20-10-2021
-
+


18 ოქტომბერს KIU-ს ინდუსტრიის მრჩეველთა საბჭოს მეორე სხდომა გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობდა და იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა გახსნა. 

საბჭოს სხდომას უნივერსიტეტის საპატიო პრეზიდენტი პროფესორი ვოლფგანგ ჰერმანი, რექტორი ალექსანდრე თევზაძე, კანცლერი მაგდა მაღრაძე, ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარე ნიკო ჩხეტიანი, პროექტების დირექტორი ვახტანგ ცაგარელი, TUM International-ის მენეჯმენტის გუნდის წევრები ფრედერიკ ჰეტინგერი, ევა ქნირში და კატრინ რიხტერი, და საბჭოს წევრები, დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან (TUM) და TUM International-თან პარტნიორობით ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შემუშავდა პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს სტუდენტთა გამოცდილების ზრდას სტუდენტური პროექტების განხორციელებისა და სწავლის პერიოდში სტაჟირების გზით. საბჭოს მიზანია, ხელი შეუწყოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ინდუსტრიასთან წარმატებულ პარტნიორობაში და სტუდენტების მომზადებაში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად. 

საბჭოს სხდომაზე კერძო სექტორთან და ახალ ორგანიზაციებთან პარტნიორობის დაწყების საკითხები განიხილეს, რაც უნივერსიტეტის სტუდენტების დასაქმებასა და სტაჟირებას შეუწყობს ხელს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტრატეგიაა, მის გარშემო გააერთიანოს კერძო სექტორი, გააძლიეროს კავშირი ინდუსტრიასა და მეცნიერებას შორის და ამ გზით ხელი შეუწყოს ადამიანური კაპიტალის და ეკონომიკის განვითარებას. 

KIU-ს მრჩეველთა საბჭოს წევრები არიან ისეთი მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლები, როგორებიცაა: სიმენსი (Siemens), ჰილტი ჯგუფი (Hilti Group), დელოიტი (Deloitte DCE), პეპ-დიზაინი PEPDesign, ევროპის აერონავტიკის კომპანია - European Aeronautic Defence and Space Company (EADS Germany), გერმანიის ბიზნეს ასოციაცია (DWV), ბიზნეს ლიდერთა ფედერაცია ”ქალები მომავლისათვის”, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატა საქართველოში.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

განათლების სამინისტროს დამატებითი უფლება მიენიჭა - მთავრობის დადგენილება

რომელი საგნის პედაგოგებს გაეწევათ მეთოდური დახმარება

რამდენი შემაჯამებელი უნდა დაიწეროს სემესტრში - განმარტება

პიროვნება

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

ვაჩიანის საჯარო სკოლაში დირექტორი მარინე ჩომარიანი გვიზიარებს საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„ჩვენი ყველა მასწავლებელი სტატუსიანია“ - როდიონოვკის საჯარო სკოლის დირექტორი კვალიფიციური პედაგოგებითა და წარმატებული მოსწავლეებით ამაყობს

„ჩვენი მიზანია პატივი ვცეთ იმ ღირებულებებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა საქართველოს თვითმყოფადობა“

მოსწავლეებმა თვითმმართველობაში თავიანთი წარმომადგენლები შეარჩიეს თანასწორობის საფუძველზე
 
 
 
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება