რა იცვლება 2022 წლის ეროვნულ გამოცდებზე - დეტალები დღეს გახდება ცნობილი
20-10-2021
დაკოპირებულია
-
+
2022 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დაგეგმილი სიახლეების შესახებ ცნობილი დღეს გახდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ცნობით, დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე მიაწვდიან.
ამ დროისთვის გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ცვლილება შესაძლოა, სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია იყოს, რომლის მიხედვითაც, ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტები იცვლება. უფრო კონკრეტულად:
რედაქტირების დავალებები ხდება 20-ქულიანი (შეცდომების ტიპები იგივეა);
წაკითხულის გააზრება – ეს დავალება უცხო ტექსტის გააზრებასა და ოთხი სავარაუდო პასუხიდან ერთის შერჩევას გულისხმობს. დავალება 15-ქულიანია (1 კითხვა – 1 ქულა);
ესესა და ლიტერატურული ტექსტის ანალიზი ერთმანეთს შეერწყა (გაერთიანდა); მოცემული იქნება ესეს თეზისის ტიპის დებულება, რომელსაც უნდა დაეთანხმოთ ან უარყოთ; მითითებული იქნება ლიტერატურული ტექსტი (2 ნაწარმოები), რომელთა საფუძველზეც უნდა ააგოთ მსჯელობა; ტექსტის მონაკვეთი წარმოდგენილი არ იქნება; დავალება 30-ქულიანია;
2027/2028 სასწავლო წელს პირველ კლასში ჩარიცხვის შესაძლებლობა მიეცეთ 2021 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დაბადებულ ბავშვებსაც -მოქალაქეებმა პარლამენტში პეტიცია შეიტანეს
შემუშავდება ახალი საგაკვეთილო ცხრილი, გაკვეთილები კი შენობის უსაფრთხო ნაწილში ჩატარდება - 4 დღიანი პროტესტის შემდეგ მოსწავლეები სწავლას კვლავ ვეკუას სკოლის შენობაში გააგრძელებენ