სიახლეები
ეტალონი

მერიისგან დაწესებული სტიპენდია საუკეთესო სამეულისთვის - თიანეთის „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
19-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში თიანელი მოსწავლეებისთვის გაიმართა. კონკურსის შედეგად „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. 

ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა თიანელი მოსწავლე „ეტალონისა“ და თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

Etaloni.ge „ეტალონ მოსწავლეს“, მისი სკოლის დირექტორს, პედაგოგს, მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელსა და მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებს ესაუბრა, რათა აღნიშნული ჩემპიონატის მიმდინარეობის შესახებ მათი აზრი მოგვესმინა.

დემეტრე ჯაბიშვილი, თიანეთის „ეტალონი მოსწავლე“ - თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლა:

„ამ პროექტში ადრე არ ვყოფილვარ ჩართული, პირველად მივიღე მონაწილეობა და მოხარული ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენა შევძელი. „ეტალონმა“ ძალიან დიდი გამოცდილება მომცა და საბოლოო ჯამში, ყველაფრით კმაყოფილი ვარ. ჩემთვის შეკითხვები საშუალო სირთულის იყო. გამარჯვების მოსალოცად რომ დამირეკეს ძალიან გამიხარდა და ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი აღმოჩნდა.“

ლალა მერებაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის დირექტორი:

„მომწონს ეს პროექტი იმიტომ, რომ ბავშვებს საშუალებას აძლევს იყვნენ მოტივირებულნი და თვითგანვითარებაზე იზრუნონ. „ეტალონის“ მიმართ მხოლოდ დადებითად ვარ განწყობილი. ჩვენი მოსწავლის დემეტრე ჯაბიშვილის გამარჯვებას ნამდვილად ველოდი, რადგან იგი პატარაობიდანვე ძალიან მიზანდასახულია. უყვარს კითხვა და ლიდერობა. ძალიან განათლებული ბიჭია.  ნამდვილად იმსახურებდა გამარჯვებას. „ეტალონით“ მოსწავლეებს მოტივაცია უჩნდებათ, ერთმანეთს ეჯიბრებიან. ჩვენი სკოლის სხვა მოსწავლეებიც ძალიან კარგები არიან. დემეტრე, ალბათ, უფრო მოწესრიგებულად მიუდგა, თორემ გამარჯვებას, ჩემი აზრით, ყველა იმსახურებდა. დემეტრე ძალიან კარგი მოსწავლეა, პირველიკლასიდან ჩვენთან დადიოდა 4 კლასი, შემდეგ თბილისის სკოლაში გადავიდა და ახლა ისევ დაგვიბრუნდა. ასე რომ, ძალიან კარგი ბავშვია, უარყოფითს რომ ვერაფერის ვერ იტყვი, ისეთი. ყველანაირად მოწესრიგებული ბავშვია, სულ სიახლეებს ეძებს. რომ ვთქვა, მარტო ერთ საგანშიაო ასეთი, ასე არაა. ყველა საგანს ერთნაირად უდგება და მოსწონს.“

თამარ ბეცეცაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სიონის საჯარო სკოლის მასწავლებელი:

„რაც საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი არსებობს, ჩვენი მოსწავლეები აქტიურად ერთვებიან. ყოველთვის წარმატებულად ვმონაწილეობთ, თუმცა ჩვენთვის ყველაზე წარმატებული წლევანდელი წელი აღმოჩნდა, როდესაც ჩვენი მოსწავლე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ გახდა. ჩემი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეებში წინსვლისა და გამარჯვების სურვილს აღძრავს. სწორედ ამიტომაც, აქტიურად ერთვებიან. რაც შეეხება დემეტრეს, ის ძალიან ინტერესიანი ბავშვია. ყველაფერს ყურადღებით ეკიდება, ცდილობს მაქსიმუმი გაიგოს, დაინტერესებულია ყველა კლასგარეშე ღონისძიებით და ზოგადად, ცდილობს, რომ ყველაფერში აქტიურად მიიღოს მონაწილეობა და ცდილობს, წარმატებას მიაღწიოს.“

გივი ბერბერაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი:

„მერია ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობაში ჩართული იყო. ჩვენ რეიტინგში პირველ სამ მოსწავლეს სტიპენდიას ვუნიშნავთ - პირველ ადგილზე გასულს 200, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულებს 150-150 ლარის ოდენობით. ისინი სტიპენდიას ერთი წლის განმავლობაში მიიღებენ. ჩემი აზრით, „ეტალონი“ მოსწავლეებს სტიმულს აძლევს, რათა განვითარებაზე და სწავლაზე უფრო მეტად კონცენტრირდნენ, გაეცნონ სხვადასხვა ლიტერატურას და ცოდნა შეიძინონ. შესაბამისად, ეს პროექტი ბავშვებისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია.“

ლალი ბუწანკალური, თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი:

„ჩვენ უკვე წლებია, რაც „ეტალონთან“ ვთანამშრომლობთ. პროექტის არსებობით ბავშვები და მშობლები კმაყოფილი არიან. ჩვენი დამოკიდებულებაც, რა თქმა უნდა, პოზიტიური და დადებითია. თუკი რომელიმე პროექტი მოსწავლეებს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში დაეხმარება, ეს ჩვენთვის მხოლოდ მისასალმებელია.“

თამარ აქიმიშვილი, უფროსი სპეციალისტი თიანეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის საკითხებში:

„ჩვენი მერია „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში წლებია ჩართულია და მის ორგანიზებაში მონაწილეობს. „ეტალონი“, რა თქმა უნდა, ბავშვების განვითარებას უწყობს ხელს, ისინი მოტივირებულები არიან, რომ ცოდნა უფრო მეტად გაიღრმავონ, რათა წარმატებას მიაღწიონ. ჩვენი აზრით, ეს პროექტი მოსწავლეთა განვითარებაზე დადებითად მოქმედებს. მასში მუნიციპალიტეტის ყველა სკოლის მოსწავლე აქტიურად ერთვება. ისინი სისტემატიურად, ყოველწლიურად მონაწილეობენ.“


კომენტარები


ეტალონი

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

სიახლეები

წვიმა, თოვლი და ყინვა...  18 დეკემბრის ჩათვლით ამინდის პროგნოზი ცნობილია

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

დამატებითი სპეციალობები სკოლებსა და ბაღებში, ვისაც მეორე სამსახურში მუშაობის უფლება მიენიჭა

ცნობილია საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც სპეციალური საბჭო 15 დეკემბერს იმსჯელებს

უქმე დღეა თუ არა 17 დეკემბერი სკოლებისა და ბაღებისთვის? - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

დირექტორმა მოსწავლეებს გადასცა დამსახურებული სიგელები, გუნდის ხელმძღვანელებს კი მედლები

მოსწავლეებმა დაათვალიერეს პროფესიული სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა

ღონისძიებაში მონაწილეები დიდი მონდომებითა და ხალისით იყვნენ ჩართულნი

სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას ულოცავენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ

მოსწავლეები ინგლისურ ენას საინტერესო და სახალისო აქტივობებით სწავლობენ

საინტერესო

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

გავრცელებული შეხედულებით ცაციაობა დაკავშრებულია არასტანდარტულ აზროვნებასთან - თქვენც ასე ფიქრობთ?

სიახლეები
საზოგადოება