სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„სხარტი გონება აქვს, რაც ამ პროექტში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი თვისებაა“ - „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
18-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მხოლოდ კონკურსი არ არის, ესაა პროექტი, რომელიც მოსწავლეებს ყოველთვის მხარში უდგას, რათა წაახალისოს და სწავლაში მათთვის მოტივატორი იყოს. 2021 წლის მეორე ეტაპის დისტანციური კონკურსების ფარგლებში ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არაერთი „ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. პროექტი კვლავაც მიმდინარეობს და წლის ბოლოს შემაჯამებელი ეტაპითაც დაგვირგვინდება.

ამჯერად საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სკოლებში ჩატარდა. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ყაზბეგელი მოსწავლე „ეტალონისა“ და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. 

გამარჯვებულ მოსწავლეს, მის სკოლას, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელეს და მერიის წარმომადგენელს etaloni.ge დაუკავშირდა.

ლუკა ბურდული, „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე:

საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წელს პირველად მივიღე მონაწილეობა და ძალიან კმაყოფილი ვარ. პირადად ჩემთვის შეკითხვები არცერთ საგანში რთული არ იყო. მიხარია, რომ კონკურში მივიღე მონაწილეობა, რადგან დამატებითი ცოდნა ნამდვილად მივიღე. იყო კითხვები, რომელთაც პასუხი ვერ გავეცი, თუმცა შემდეგ მოვიძიე პასუხები და გავიგე. „ეტალონი“ ჩვენთვის, მოსწავლეებისთვის ძალიან კარგი საშუალებაა, რომ დამატებით ცოდნასთან ერთად გამოვცადოთ საკუთარი თავი და დამატებითი უნარ-ჩვევები განვივითაროთ.

მზია ქავთარაძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ  გუდაურის საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონთან“ ძალიან დიდი ისტორია გვაკავშირებს. ჩვენი მოსწავლეები რამდენჯერმე „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მფლობელებიც იყვნენ და წელსაც, ლუკა ბურდულმა გვასახელა. მინდა ვთქვა, რომ ლუკა ძალიან კარგი, ნიჭიერი მოსწავლეა. კარგი აზროვნების უნარი და სხარტი გონება აქვს, რაც ამ პროექტში გასამარჯვებლად მნიშვნელოვანი თვისებაა. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის საშუალებას აძლევს გამოამჟღავნონ როგორც სკოლაში მიღებული ცოდნა, ისე სკოლის გარეთ მიღებული ინფორმაცია.

ანზორ ხვედელიძე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გუდაურის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ უკვე დიდი ხანია რაც მონაწილეობს. ბოლო ხუთ წელიწადში პირველი ადგილის მფლობელები სამჯერ გავხდით. ძალიან ძლიერი მოსწავლეები მყავს და თითოეული მათგანით პირადად მე ვამაყობ. მინდა, ლუკას მივულოცო ეს უდიდესი გამარჯვება და მომავალი წარმატებები ვუსურვო. მიმაჩნია, რომ ეს კონკურსი სკოლებისთვის და მოსწავლეებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.

ქეთევან ალიბეგაშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩვენთვის ძალიან ძვირფასი და კარგი მეგობარი პროექტია. ჩემპიონატის დაწყებას ყოველთვის მოუთმენლად ველოდებით. ბავშვებიც სულმოუთქმელად ელიან გამარჯვებას და კონკურსის მიმართ ინტერესი ყოველ წელს უფროდაუფრო იზრდება. მინდა, თქვენი საშუალებით არამხოლოდ გამარჯვებულ მოსწავლეს, არამედ მთელ სკოლას, დირექციას და პედაგოგებს მივულოცო ეს დიდი წარმატება. ძალიან აქტიური, კარგი სკოლაა მსურს კიდევ მრავალჯერ ჰქონოდეს მსგავსი წარმატებები.

გიორგი ავსაჯანიშვილი, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი:

ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონს“ ყოველთვის მხარს უჭერს. მიუხედავად პანდემიისა ჩვენი მუნიციპალიტეტის მერია პროექტის ავტორებს გვერდში დაუდგა და კონკურსი ყველანაირი რეგულაციებისა თუ წესების დაცვით ჩატარდა. ეს კონკურსი ბავშვებისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან იგი დიდ სტიმულს და მოტივაციას აძლევს. ვფიქრობ „ეტალონი“ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან განათლების კუთხით დიდ საქმეს ეწევა. ამ პროექტის გაგრძელება სახელმწიფოსთვის ძალიან პრიორიტეტულია და ჩვენი მხრიდან ყოველთვის ექნება სათანადო მხარდაჭერა.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება