სიახლეები
ეტალონი

„მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ ქართული ენა უკეთ უნდა ისწავლონ“ - დმანისში ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპი გაიმართა
14-10-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 13 ოქტომბერს კონკურსის პირველი ეტაპი დმანისელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა.

პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა დმანისელი მოსწავლე „ეტალონისა“ და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიისაგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. ინტელექტუალური კონკურსი დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით იმართება. 

დმანისის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

რუსუდან ბეჟანიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსლების საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან ეფექტური პროექტია. გამოიკვეთება ხოლმე ბავშვთა გარკვეული ნაწილი, რომლებსაც სურთ თავიანთი ცოდნისა და ინტელექტის გამოვლენა. მათთვის სხვა მოსწავლის წარმატება მოტივაცია, მოსწავლეებს ამბიცია უჩნდებათ, რომ წარმატებას მიაღწიონ. ინტერესის სფეროს იფართოვებენ, რაც ძალიან კარგია. როდესაც უყურებ როგორი მონდომებითა და თვალების ციმციმით გელაპარაკება ბავშვი, თუ რა კარგია, რომ თავიანთი ცოდნა გამოადგათ და ტესტი წარმატებით შეასრულეს, ხვდები, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამაა მის ცხოვრებაში. მე ძალიან მომწონს ეს პროექტი, ჩვენი სკოლა  მცირეკონტინგენტიანი და შერეულია - არაქართულენოვანი მოსწავლეებიც სწავლობენ ჩვენთან. იმის გათვალისწინებითაც, რომ ახლაც დისტანციურ სწავლებაზე ვართ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვები არ მოდუნდნენ და სწავლებაში აქტიურად ერთვებოდნენ. ამაში კი „ეტალონი“ გვეხმარება.“

ისლამ მამედოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ოროზმანის საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლიდან საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა და ოქროს სიგელი მოიპოვა, დანარჩენ მონაწილეებსაც გადაეცათ ონლაინ სიგელები. აღნიშნული პროექტი ძალიან კარგი და საინტერესოა. „ეტალონით“ სკოლის მოსწავლეებს შორის მოტივაცია გაიზარდა, ისინი ტესტებს თავიანთი ცოდნით ავსებენ. სწორედ ამიტომ, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში გასულ წლებშიც აქტიურად ერთვებოდნენ.“

ამლეტ იუსუბოვი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კაკლიანის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ:

„ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში წარმატებით მიიღეს მონაწილეობა და ყველა მონაწილეს ონლაინ სიგელი გადაეცა. კონკურსით კმაყოფილები ვართ, მაგრამ, ამავდროულად, ვისურვებდი, რომ არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის, ტესტის შესასრულებლად, უფრო მეტი დრო გამოიყოს, რადგან მათთვის ამ დროში ჩატევა რთულია. ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველწლიურად ინტერესით ერთვებიან „ეტალონში“. ძალიან კმაყოფილი ვარ „ეტალონით“, მასში მონაწილეობით მოსწავლეების მოტივაცია იზრდება.“

მაია ხალილაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ კიზილქილისას საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩვენი სკოლიდან 4 მოსწავლე შემდეგ ეტაპზე გადავიდა, შესაბამისად, ჩართულობა და დაინტერესებაც დიდი იყო. ძალიან კარგია ტესტირება ონლაინ რომ ტარდება. ჩვენს სკოლაში აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეები სწავლობენ, რომელთაც პროექტებში მონაწილება ძალიან უნდათ, თუმცა ხანდახან მასწავლებლის დახმარება თარგმანში სჭირდებათ. ზოგადად, ეს პროექტი ამ საკითხზეც მოქმედებს, კერძოდ, მოსწავლეები რწმუნდებიან, რომ ქართული ენა უკეთ უნდა ისწავლონ და ამ საკითხით მეტად ინტერესდებიან. უნდათ, რომ ყველა პროექტში ხალისით და აქტიურად ჩაერთონ, რისთვისაც ქართული ენის უკეთ ცოდნა სჭირდებათ, „ეტალონი“ კი ამაში დარწმუნებაში ეხმარებათ.“

ვაგიფ მუსაევი, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ იაღუფლოს საჯარო სკოლის დირექტორი:

„ჩემი აზრით, „ეტალონი“ ძალიან კარგი პროექტია. მასში ჩვენი სკოლიდან ათეულობით მოსწავლე ჩაერთო. ვფიქრობ, რომ ჩემპიონატი კარგი საშუალებაა იმისთვის, რათა მოსწავლეებმა თავიანთი ცოდნა გამოავლინონ. მასში მონაწილეობით ხვდები რა როგორ იცი და უფრო მეტი რა საკითხზე უნდა იმუშაო. ზოგადად, მოსწავლეები ჩვენი სკოლიდან „ეტალონში“ ყოველწლიურად, დიდი ინტერესით, ერთვებიან. მნიშვნელოვანია, რომ მოსწავლეები ტესტებს დამოუკიდებლად ასრულებენ და ამით საკუთარ ცოდნასაც ავლენენ.“


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ოლიმპიადა დაიწყო - „ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი გრძელდება

2-3 ივნისი ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადის დღეებია - „ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი გრძელდება

„დიდი მადლობა „ეტალონს“ ამ ახალი და ძალიან საინტერესო პროექტისთვის“

„ეტალონის“ საგაზაფხულო ჩემპიონატი დაიწყო - ოლიმპიადები სამ საგანში იმართება

ონლაინ ჩემპიონატში II-XI კლასების მოსწავლეებს შეეძლებათ მონაწილეობა

სიახლეები

ვინ ჩააბარებს გამოცდას 8 სექტემბერს გამოცდების ეროვნულ ცენტრი - NAEC ინფორმაციას ავრცელებს

აკრძალული ნივთებისა და საშუალებების ჩამონათვალი კანონითაა განსაზღვრული

როდის არის კანონით აკრძალული მოსწავლისთვის სკოლის შეცვლა - დეტალური ინფორმაცია

განათლების მინისტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორთა საბჭოს შეხვდა 

პიროვნება

„ჩვენს სკოლაში ვმუშაობთ ყველა ერთად და ვცდილობთ, საინტერესო გარემოს შექმნას“...

„მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ის არა მხოლოდ ცოდნის გადამცემი, არამედ გზამკვლევი და მხარდამჭერია მოსწავლისათვის“...

„როცა მასწავლებელი ხედავს, რომ მისი ხმა ისმის - ის ხდება მოტივირებული“ -  შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი 

„არ შეგეშინდეთ შეცდომების“ - ახალბედა პედაგოგებს შუამთას საჯარო სკოლის ხელმძღვანელი, თეონა მეფარიშვილი მიმართავს

„სკოლაში უნდა შეიქმნას გარემო, სადაც სწავლა იწყება სითბოთი, არა შიშით“ - შუამთის საჯარო სკოლის დირექტორი თეონა მეფარიშვილი- 

სკოლები
საინტერესო

რა ცოდნა და უნარები მოეთხოვებათ მასწავლებლებს - პედაგოგიური განათლება სხვადასხვა ქვეყანაში

სწავლების უჩვეულო მეთოდები - როგორ აქციოთ გაკვეთილი სახალისოდ, გაზარდოთ მოსწავლეთა ჩართულობა და ინტერესი 

როგორ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი შვილი ბაღისთვის მზად არ არის?

სიახლეები
საზოგადოება