| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

წელვადი რეზინა - ტყლარწი, არამარტო პატარა ბავშვებში, არამედ მოზარდებშიც საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს. ფერადმა სათამაშომ სრულიად მსოფლიო დაიპყრო, მათ შორის საქართველოც.
მშობლების ნაწილი ბავშვებისთვის ტყლარწის ყიდვას მისი ქიმიური შემადგენლობის გამო ერიდება. საქართველოში აღნიშნული პროდუქტის ხარისხის კონტროლი არ ხდება და ვერავინ იტყვის რამდენად მავნეა ესა თუ ის კონკრეტული ტყლარწი. თუმცა ცნობილია, რომ მის შემადგენლობაში ქიმიური ელემენტი - ბორაქსის ფხვნილია.
ინტერნეტში მრავლად არის ვიდეოები თუ როგორ მოვამზადოთ სახლის პირობებში ე.წ ტყლარწი ქიმიური დანამატების გარეშე. ხშირად მშობლები სწორედ ამ მეთოდს მიმართავენ და ბავშვებს წელვად სათამაშოს უკეთებენ.
პედიატრები სხვადასხვა ქვეყნიდან აღნიშნავენ, რომ დამყოლ სხეულზე მუშაობა შესანიშნავად უვითარებს პატარას წვრილ მოტორიკას (ხელის მტევნებისა და თითების მოძრაობას), უზრდის წარმოსახვისა და შემოქმედების უნარს, კარგად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. სწორედ ამ უკანასკნელის გამო არის ტყლარწი ასეთი პოპულარული მოზრდილებშიც.
ტყლარწმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმისა და მულტფილმის - „მოჩვენებებზე მონადირეების" გამოსვლის შემდეგ მოიპოვა, სადაც ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟს მწვანე წელვადი მასა წარმოადგენს.
ცოტა ხნის წინ დიდ ბრიტანეთში კი ტყლარწის ერთ-ერთი სახეობა „მაგნიტური ტყლარწი“ (Magnetic Putty) აკრძალეს. როგორც აღმოჩნდა, პროდუქტში დარიშხანის შემცველი ნივთიერება ნორმას შვიდჯერ აღემატებოდა. ექსპერტები შიშობენ, რომ ბავშვი იმ შემთხვევაშიც მოიწამლება, თუ ტყლარწს ხელით შეეხება.
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება
„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...
„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“
„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება