სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

გოჩა აბაშიძის ტრაგიკული სიყვარულის ისტორია - რატომ მოიკლა თავი 24 წლის მსახიობმა?
30-01-2018
-
+


ქართული კინოს ამომავალი ვარსკვლავის, მსახიობ გოჩა აბაშიძის ცხოვრება სავსე იყო მოულოდნელობებით და უსიამოვნებებით. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობმა ათამდე ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, მან მაყურებელს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.

„მაია წყნეთელი“, „ცისკარა“, „გლახის ნაამბობი“, „ჩვენი ეზო“, „აბეზარა“, ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, რომლებშიც მსახიობი მონაწილეობდა.

19 წლის იყო ცოლად მომავალში ცნობილი კომპოზიტორი ნუნუ გაბუნია რომ შეირთო. ნუნუ გაბუნია მაშინ ჯერ 16 წლისაც არ იყო.  კომპოზიტორი მომავალ მეუღლესთან შეხვედრას ასე იხსენებს: „სკოლას ვამთავრებდი როდესაც გოჩა გავიცანი, მეგობრებთან ერთად დაბადების დღეზე წავედი და გოჩაც იქ იყო. მაშინ არ ვიცოდი ვინ იყო გოჩა აბაშიძე. დაბადების დღიდან რომ წამოვედი გოჩამ გამომაცილა, მეორე დღეს კი სახლში მომაკითხა. მისგან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი თუ შევუყვარდებოდი“.

წყვილის ქორწინება სამი წელი გაგრძელდა. გოჩა აბაშიძე ხშირად ცდილობდა მეუღლის შემორიგებას, მაგრამ ამაოდ, თუმცა ცნობილია ისიც, რომ ისინი ოფიციალურად განქორწინებულები არ ყოფილან. მათ ჰყავდათ ქალიშვილი - მანანა.

ცნობილია, რომ მსახიობს შვილისთვის ხათუნას დარქმევა უნდოდა და წყვილი ამ საკითხზე ხშირად კამათობდა. „კარგა ხანს ბავშვს მე მანანას ვეძახდი, ის ხათუნას. ბოლოს დათმო, კარგი მანანა იყოსო, მაგრამ აკვანს რომ არწევდა, ისევ ეძახდა „ხა–თუ–ნა, ხა–თუ–ნა“…- ამბობს ნუნუ გაბუნია.

გავრცელებული ინფორმაციით, წყვილს შორის მესამე პირი ჩადგა. ეს იყო მსახიობი ლეილა აბაშიძე. თავად ნუნუ გაბუნია ამტკიცებს, რომ ლეილა აბაშიძე გოჩა აბაშიძის ოჯახის ნათესავი იყო, თანაც ლეილა გოჩაზე ბევრად უფროსი იყო. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ ამბობდნენ, რომ მან საწამლავი სწორედ ლეილა აბაშიძის გამო დალია, თუმცა კომპოზიტორის თქმით, ლეილა აბაშიძე გოჩას სიკვდილში დამნაშავე არ არის.

ყველასთვის ცნობილია ისტორია, რომ ლეილა აბაშიძე და ნუნუ გაბუნია წლების შემდეგ ერთ-ერთ ოჯახში შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც ლეილა აბაშიძემ თქვა - ღმერთის და ნუნუს წინაშე ბოდიშს ვიხდიო...

ნუნუ გაბუნია ფიქრობს, რომ მეუღლისთვის ყველაფერი უნდა ეპატიებინა, რადგან მსახიობი ბევრჯერ მივიდა საყვარელ ქალთან ბოდიშის მოსახდელად და შერიგება სთხოვა.

24 წლის ახალგაზრდა მსახიობმა თვითმკვლელობის მიზნით სახლში შაბიამანი დალია. საავადმყოფოში მისთვის ოპერაცია არ გაუკეთებიათ. გოჩა აბაშიძემ მხოლოდ ერთი კვირა იცოცხლა.

 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება