სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეს კონკურსი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია“- ახალციხეში ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ პირველი ეტაპი გაიმართა
24-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში გრძელდება. 23 სექტემბერს კონკურსი ახალციხის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეებისთვის ჩატარდა. მასში მონაწილეობა მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებმა მიიღეს.  

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მეორე ეტაპზე გადასული მოსწავლეები. ამასთან, საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა ახალციხელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

ახალციხის სკოლების დირექტორებმა Etaloni.ge-სთან პროექტის მიმდინარეობისა და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის დირექტორი ლელა გვრიტიშვილი:

„ჩვენი სკოლიდან დაინტერესება ძალიან მაღალი იყო. მოსწავლეების რა რესურსიც გვქონდა, ყველამ მიიღო მონაწილეობა. მათგან 2 მეორე ეტაპზე გადავიდა. ჩვენი სკოლა წლებია ამ პროექტში ჩართულია. ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მოსწავლეები დამრიგებლებთან ერთად, ტესტების საკითხებს თავიდან გადიან, მსჯელობენ მათზე და ცოდნას უფრო მეტად იღრმავებენ. მადლობა „ეტალონს“

ახალციხის N4 საჯარო სკოლის დირექტორი კარინე თათევოსიანი:

„ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩვენ მოსწავლეს სახლში ინტერნეტთან წვდომა არ ჰქონდა, ამიტომ სკოლიდან ჩაერთო. კმაყოფილი იყო, სიგელიც მიიღო და ამით უფრო მეტად აღფრთოვანდა. ეს კონკურსი მნიშვნელოვანი, საჭირო და აუცილებელია ბავშვებისთვის. ისინი უფრო აქტიურები და მოტივირებულები ხდებიან. სწავლის მიმართ ინტერესი მეტად უღივდებათ.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალის N3 საჯარო სკოლის დირექტორი რიფსიმე არუთუნიანი:

„ჩვენგან „ეტალონის“ მეორე ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა. პროცესმა კარგად, შეფერხებების გარეშე ჩაიარა. ვფიქრობ, ზოგადად „ეტალონი“ სკოლის მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალთბილის საჯარო სკოლის დირექტორი სედა ნახაპეტიანი:

„ჩვენი სკოლიდან მოსწავლეთა ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბევრი მოსწავლე მონაწილეობდა, შესაბამისად, ჩართულობა ძალიან მაღალი იყო. სიგელი ყველა მონაწილეს გადაეცა. მათგან 2 მოსწავლე მეორე ეტაპზე გადავიდა. ჩვენი სკოლიდან ყველაზე დაბალი ქულა 50 იყო. ვფიქრობ, რომ მოსწავლეები მეორე ეტაპზეც კარგ შედეგებს აჩვენებენ. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი „ეტალონს“, რადგან ჩვენი სკოლებისთვის ინტელექტ-ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მოსწავლეები სიამოვნებით მონაწილეობენ, წინასწარ ემზადებიან და მოტივაციაც მაღალი აქვთ.“

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთის საჯარო სკოლის დირექტორი არამ ვარდანიანი:

„ეტალონმა“ ჩვენთან კარგად ჩაიარა, დაინტერესება დიდი იყო. პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია და ბავშვები აქტიურად მონაწილეობენ. ვფიქრობ, ეს პროექტი ასევე წარმატებით ასე უნდა გაგრძელდეს. იგი მოსწავლეთა განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.“


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

პედაგოგებს ორი შრომითი ხელშეკრულება უფორმდებათ - დღეს, 22 ოქტომბერს განაცხადების მიღება სრულდება

„პედაგოგების ნაწილი ჩვეულებრივ ანაზღაურებასთან ერთად, გარკეულ დანამატს იღებს, რაც ერთგვარი წახალისებაა“...

პრემიერის გადაწყვეტილება საჯარო სკოლის 41 ათასზე მეტ პირველკლასელს ეხება - პროგრამა 22 ოქტომბრიდან დაიწყო 

თუ 0 ვაკანტური ადგილია - ვის უნდა მიმართონ წინსვლის მსურველმა მასწავლებლებმა

მოსწავლეებმა სამასწავლებლო გატეხეს და წართმეული სიგარეტი წაიღეს

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სიახლეების დანერგვა სწორედ მაშინ არის ბედნიერება, როცა ხედავ, როგორ იზრდებიან შენი მოსწავლეები აკადემიურადაც და პიროვნულადაც“...

საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება