სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

„ეტალონი“ მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ყოველთვის იბრძოლებს“ - ლენტეხის სკოლებში ინტელექტ-ჩემპიონატის I ეტაპი ჩატარდა
23-09-2021
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანს მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისება წარმოადგენს. ინტელექტუალური კონკურსი კორონავირუსის გამო დისტანციურ ფორმატში უკვე მეორე წელია ტარდება და მოსწავლეები თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევებსაც ივითარებან.

22 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი დისტანციურ რეჟიმში ლენტეხელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის მნიშვნელობაზე ლენტეხის საჯარო სკოლების დირექტორები etaloni.ge-სთან საუბრობენ.

მაია გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მელეს საჯარო სკოლის დირექტორი:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონით“ მე პირადად ძალიან კმაყოფილი ვარ. „ეტალონთან“ ყოველთვის დიდი სიხარულით ვთანამშრომლობთ და გვსურს, ეს ურთიერთობა და კონტაქტი ასევე გაგრძელდეს. ჩემი მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილი ვარ. მცირეკონტიგენტიანი სკოლაა და ვამაყობთ რომ ჩვენგან კონკურსის მეორე ეტაპზე 5 მოსწავლე გადავიდა. რა თქმა უნდა გვირჩევნია, რომ ურთიერთობა ისევ ძველებურად იყოს, თუმცა შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ჯერ ვერ ხერხდება და ეს გასაგებიცაა. მეორე მხრივ, ნამდვილად დასაფასებელია, რომ „ეტალონი“ დისტანციურად კვლავ აგრძელებს კონკურსების გამართვას და მოსწავლეების განათლებაზე ზრუნავს. ძალიან დიდი მადლობა „ეტალონს“ და მის ხელმძღვანელს, გოჩა ტყეშელაშვილს.

მერაბ ონიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ სასაშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ძალიან კარგი და დასაფასებელია, რომ პანდემიის მიუხედავად „ეტალონი“ არ შეჩერდა და კვლავ გრძელდება. რა თქმა უნდა სჯობს, რომ ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში იყოს, მაგრამ დისტანციურად მაინც რომ ეძლევათ მოსწავლეებს საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა ძალიან კარგია. ჩვენი სკოლიდან შემდეგ ეტაპზე ერთი მოსწავლე გადავიდა, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა.

თამილა მარგველიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფანაგის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სამწუხაროდ მე-8 კლასი საერთოდ არ გვყავს და მე-9 კლასში მხოლოდ ერთი ბავშვია და სწორედ მან მიიღო „ეტალონში“ მონაწილეობა. ეს პროექტი ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მოსწავლეები ბევრ სიახლეს, ცოდნას იძენენ და ასევე სხვადასხვა უნარებს ივითარებენ. ძალიან კარგია, რომ დისტანციურად მაინც ტარდება და სკოლებს ეძლევათ საშუალება „ეტალონის“ მხარდაჭერა კვლავ ჰქონდეთ.

როზა გველებიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიხარეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე „ეტალონი“ ძალიან მიყვარს. წელს ჩვენი სკოლიდან მოსწავლე შემდეგ ეტაპზე გადავიდა. აღსანიშნავია, რომ ჩვენი სკოლა ერთ წელს ზედიზედ ორჯერ იყო ფინალში. აღფრთოვანებული შევხვდი ცნობას, რომ „ეტალონის“ კონკურსი კვლავ ჩატარდებოდა. დასაფასებელია, რომ კოვიდპანდემიის მიუხედავად „ეტალონმა“ ჩემპიონატი არ შეწყვიტა, მაინც იბრძვის და ბავშვების გვერდით დგას, ყოჩაღ ეტალონს!

ლალი ონიანი, ლენტეხის მუნიციპალიტეტის დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

„ეტალონი“ ნამდვილად საუკეთესო პროექტია! ჩვენი სკოლა ყოველთვის აქტიურად ერთვება და მოსწავლეებიც კონკურსში სიხარულით იღებენ მონაწილეობას. ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წელს ჩვენი სკოლის 4 მოსწავლე გადავიდა და ძალინ გვიხარია. ის ფაქტი, რომ „ეტალონი“ ტრადიციას არ ღალატობს და დისტანციურად კვლავ აგრძელებს ინტელექტ-ჩემპიონატის ჩატარებას მხოლოდ ერთ ფაქტზე მეტყველებს - „ეტალონი“ მართლაც ზრუნავს წიგნიერებაზე და მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისთვის ყოველთვის იბრძოლებს. უდიდესი პროექტია „ეტალონი“ და დიდი მადლობა ყველაფრისთვის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ისტ-ის მასწავლებელთა საგამოცდო ტესტი ცნობილია 

2-კვირიანი ვადა უმაღლესებისთვის - ცვლილება მინისტრის ბრძანებაში

მთავარი აკრძალვა სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით - მინისტრის ბრძანება

„აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულების“ ჩასატარებლად განაცხადების მიღება დაიწყო

მასწავლებელთა ბოლო გამოცდის შესახებ NAEC ინფორმაციას ავრცელებს

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

პროექტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

 

 

სკოლაში სიამაყით გვიზიარებენ ეკოკლუბ „ყვირილას“ უმნიშვნელოვანესს მიღწევას

​დღეს ჩვენს სკოლაში განსაკუთრებული, მოგონებებითა და სიყვარულით სავსე დღე იყო“
 
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება