24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ ყვარლის დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „ყვარლის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ახალსოფლის N2 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ლაშა ვარდიაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „ყვარლის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ყვარლელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს: