2021 წლის „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა
24-09-2021
დაკოპირებულია
-
+
24 სექტემბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დედოფლისწყაროს დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2021 წლის „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა. ტიტული ქვემო ქედის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი ცაბაურაშვილმა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი ეტაპი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა, რომლის შედეგების მიხედვით შეირჩნენ ის მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს შემდგომში „დედოფლისწყაროს ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა დედოფლისწყაროელი მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა.
გთავაზობთ კონკურსის მეორე ეტაპის ყველაზე მაღალქულიან მონაწილეთა რეიტინგს: