სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სამასწავლებლო

„პედაგოგები მიმზიდველი სასწავლო გარემოს შესაქმნელად შეუძლებელს აკეთებენ“ - თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ჩხაიძე
16-09-2021
-
+


მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება; რამდენად სწორად მიაჩნია აღნიშნული ცვლილება, არიან თუ არა მასწავლებლები სიახლეებისთვის მზად და რა მოლოდინები აქვს ახალი სასწავლო წლისგან, ამ და სხვა საინტერესო საკითხებთან დაკავშირებით etaloni.ge-სთან თბილისის N102 საჯარო სკოლის დირექტორი ლიანა ჩხაიძე საუბრობს.

- რა მოლოდინი გაქვთ 2021-2022 სასწავლო წლისგან ? რა სიახლეებით ხვდება თქვენი სკოლა ახალ სასწავლო წელს ?

- 2021-2022 დიდ გამოწვევების მქონე სასწავლო წელია, ის, რომ მოსწავლეები და მათი მშობლები განსაკუთრებულად ელოდებოდნენ სწავლის საკლასო ოთახებში განახლებას, მაგრამ ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო ისევ დისტანციური მოდელით ვიწყებთ სწავლას. პირველი კლასის მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულად რთული იქნება სასწავლო პროცესთან შეგუება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სკოლის პედაგოგიური კოლექტივი და თანამშრომლები შეუძლებელს აკეთებენ კარგი სასწავლო გარემოს შესაქმნელად.

- როგორც ცნობილია, მიმდინარე სასწავლო წლიდან სკოლებში ჟურნალის წარმოება მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. რამდენად სწორად მიგაჩნიათ აღნიშნული ცვლილება ? მასწავლებელთა მზაობას როგორ შეაფასებდით ელექტრონული ჟურნალის წარმოების კუთხით ?

- როგორც მოგეხსენებათ ელექტრონულ ჟურნალებზე მუშაობა სკოლებმა გასულ სასწავლო წელს დაიწყეს, ტექნიკური თვალსაზრისით თითქმის ყველა მასწავლებელი დაეუფლა და კარგადაც ართმევს თავს, თუმცაღა ჯერ კიდევ არის ხარვეზები გასასწორებელი.

- ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, არაერთხელ გამოთქმულა მოსაზრება, რომ შესაძლოა ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს მასწავლებლებისთვის. რამდენად ემხრობით მსგავს მიდგომას და რას ფიქრობენ ამ საკითხზე თავად მასწავლებლები ?

- როგორც ყველა ვხედავთ, საკმაოდ მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა ქვეყანაში, მე როგორც ერთი რიგითი მოქალაქე ავიცერი პირველ ეტაპზე, პირადად მე ვთვლი, რომ აცრის გარეშე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ჩვენს სკოლაში პედაგოგთა 50%-ზე მეტია უკვე აცრილი, იმედი მაქვს  დანარჩენებიც იფიქრებენ, არც საკუთარ თავს და არც სხვებს არ შეუქმნიან პრობლემას.

- ცნობილია, რომ დისტანციური სწავლება დაწყებითი საფეხურის და განსაკუთრებით პირველკლასელებისთვის საკმაოდ რთულად ასათვისებელი ფორმატია. რას ურჩევდით მოსწავლეებს და მათ ოჯახებს რომ ეს პროცესი უფრო მარტივი გახადონ ?

- დისტანციური სწავლება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აპრობირებული და მიღებული ფორმაა, თუმცაღა, თითქმის ყველა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ურჩევნიათ ბავშვებმა სკოლაში იარონ. პირველი, რაც მოსწავლეთა სკოლაში სიარულს მოჰყვება ესაა ურთიერთობების ჩამოყალიბება, კომუნიკაბელურობა, ერთმანეთთან ურთიერთობისა და სასწავლო უნარების განვითარება, განსაკუთრებით პირველი კლასის მოსწავლეებისათვის, რომლებიც აბსოლუტურად უცხო გარემოში ხვდებიან, წელს მათ და მათ პედაგოგებს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, რადგან სწავლა ეწყებათ დისტანციურად, სადაც მასწავლებლის უნარები, მზაობა, საგნის ზედმიწევნით ცოდნა, ონლაინ რესურსების გამოყენებას განსაკუთრებული დატვირთვა ექნება.

- როგორი შედეგები აჩვენეს თქვენი სკოლის მასწავლებლებმა კომპეტენციის დადასტურების გამოცდებზე და რას ფიქრობთ ზოგადად გამოცდებისა თუ ტრენინგების საჭიროებასა და ეფექტურობაზე ?

- ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენეს, კურსდამთავრებულთა 7%-მა პროცენტმა 100% -იანი გრანტი აიღო, ბევრმა მოსწავლემ 50%-იანი გრანტი აიღო. ჩარიცხულია 23 მოსწავლიდან  23 მოსწავლე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

მასწავლებლის საიმიჯო, 120 წამიანი კლიპის გადაღება 220 ათასი ლარი დაჯდა - დეტალები

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„საქართველოში გახშირებული უფასო ოლიმპიადების დიდი ზიანი - სამწუხაროდ, არაპროფესიონალები ამ სისტემაშიც შემოიჭრნენ“

რა შემთხვევაში მოგიწევთ 150 ლარის გადახდა გამოცდებზე რეგისტარციისას

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა“

სკოლები

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის ჩამოყალიბება“

„ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, განათლების ნებისმიერი მოდელი მხოლოდ მაშინ იქნება სრულყოფილი, როდესაც ის თანაბრად ხელმისაწვდომი გახდება ყველა მოსწავლისთვის“

ექსკურსიის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის თანამედროვე, ავტომატიზებული საწარმოო ხაზებისა და მინერალური წყლის წარმოების ტექნოლოგიური პროცესების გაცნობა
საინტერესო

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება