სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„გისურვებთ, ეს წელი მშვიდობიანი და წარმატებული ყოფილიყოს“-აფხაზეთის N2 სკოლის დირექტორი და მისი მოადგილე მისალოც წერილს ავრცელებენ
15-09-2021
-
+


აფხაზეთის N2 საჯარო სკოლის დოქტორი ნანა ჯალაღონია და დირექტორის მოადგილე ხატია ხარებავა ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს ულოცავენ.

ისინი წერენ, რომ სკოლის წარმატებაში თანაბარი როლი მიუძღვით როგორც პედაგოგებსა და მოსწავლეებს, ასევე მშობლებს.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას - მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის.
გასული  სასწავლო წელი ისევე, როგორც ზოგადად, ყველასთვის ჩვენი სკოლისათვისაც განსაკუთრებულად დატვირთული იყო, თუმცა სასკოლო საზოგადოების ერთიანობითა და მონდომებით შევძელით ღირსეულად, წარმატებით დაგვეძლია უჩვეულო გამოწვევები.
ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი სამივე რგოლს მიუძღვის - მოსწავლე, მასწავლებელი მშობელი! ურთიერთნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ყოველ სასწავლო წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეთა უმეტესობა მაღალი აკადემიური შედეგებით ამთავრებს. ბუნებრივია, თითოეული მათგანის წარმატება სკოლის წარმატებაა.
ვფიქრობთ, პედაგოგიური გუნდის მუხლჩაუხრელი შრომის შედეგია ის, რომ  ჩვენმა აბიტურიენტებმა თვალსაჩინო წარმატებებს მიაღწიეს. აიღეს გრანტი  და  სასურველი  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ. დღეს ისინი ჩვენს სიხარულს უერთდებიან. მათ ამ წარმატებას ხომ სწორედ ჩვენს სკოლაში ჩაეყარა საფუძველი. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ“,- წერენ სკოლის დირექტორი ნანა ჯალაღონია და მისი მოადგილე ხატია ხარებავა.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„რას გავაგრძელებთ? მაგალითად, საქართველოს VI-VIII საუკუნეების ისტორიას თავიდან დავუბრუნდებით? როდის? მეოცე საუკუნის განხილვის შემდეგ?“

არასრულწლოვანი, რომელმაც ახალციხეში სილამაზის სალონი და 9 ავტომობილი გაქურდა, ერთი კი მოიპარა, დაკავებულია

უმაღლესების საყურადღებოდ - პროგრამების ექსპერტთა ატესტაციები გამოცხადდა

მასწავლებლობის მაძიებლებს გავლილი აქტივობები შეუნარჩუნდებათ და გრძელვადიანი პროგრამიდან მოკლევადიანზე გადასვლა შეეძლებათ - ყველა ცვლილება ცნობილია

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

ახალი სასწავლო წელი ტვიშის საჯარო სკოლაში რეგულაციების დაცვით დაიწყო

მოსწავლე-მასწავლებლებმა სასწავლო პროცესის განახლება ერთად ზღაპრული ღონისძიებით იზეიმეს

რობერტ კოხრეიძემ და ნიკა კახიძემ კი წარმატებით ჩააბარეს IELTS-ის საერთაშორისო გამოცდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება