სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, კონკურსი

ჩემი პირველი სასწავლო დღე ! - Etaloni.ge კონკურსს იწყებს
08-10-2021
-
+


ახალი, 2021-2022 სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად Etaloni.ge და მოსწავლეთა ტესტირების ინოვაციური პორტალი izrune.ge ერთობლივ კონკურსს აცხადებენ. გადაიღეთ და გამოგვიგზავნეთ სასწავლო წლის დაწყების ემოციური ფოტო და გახდით კონკურსის გამარჯვებული. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ონლაინ ისე დასწრებითი ფორმატის სწავლის პროცესის შემთხვევაში. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა მოგვაწოდოთ ახალი სასწავლო წლის დაწყების ამსახველი ემოციური ფოტო Etaloni.ge-ს Facebook გვერდზე პირადი შეტყობინების საშუალებით. ფოტოზე აუცილებელია ასახული იყოს მოსწავლ(ეებ)ის ან/და მასწავლებლ(ებ)ის სკოლის დაწყებასთან დაკავშირებული ემოციები.

გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან, მათ შორის Facebook-ზე მოწონებების მიხედვით და Etaloni.ge-ს და izrune.ge-ს რჩეულები. გამარჯვებულები სპეციალური დიპლომებით დაჯილდოვდებიან.

საკონკურსო ფოტოები განთავსდება Etaloni.ge-ს Facebook გვერდის სპეციალურ ალბომში

საკონკურსო ფოტოების გამოგზავნა შეგიძლიათ 15 სექტემბრიდან 08 ოქტომბრის ჩათვლით. გამარჯვებულები 11 ოქტომბერს გამოვლინდებიან.

☞ გაეცანით კონკურსის პირობებს:

☆  საკონკურსო ფოტოს გამოგზავნა შეუძლია მოსწავლეს, მშობელს, სკოლის ადმინისტრაციას, პედაგოგს, მოსწავლეს ან სკოლის ნებისმიერ წარმომადგენელს;

☆ კლასის სახელით კონკურსში მონაწილეობის მისაღებად მხოლოდ ერთი ფოტო განთავსდება;

☆ მიღებული ფოტოები განთავსდება და კონკურსში მონაწილედ განიხილება მხოლოდ კლასის და სკოლის სახელით;

☆ ფოტოზე ასახულ პირებზე პასუხისმგებლობა ეკისრება ფოტოს გამომგზავნს.

შენიშვნა: კონკურსის დასრულების შემდეგ, Etaloni.ge-ს შემოქმედებითი ჯგუფი არაბუნებრივი გზით მიღებულ ლაიქებს გააბათილებს.

წარმატებებს გისურვებთ!


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება