სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

ლოს-ანჯელესში 12 წლიდან მოსწავლეებისთვის COVD-19-ის საწინააღმდეგო აცრა სავალდებულო იქნება
10-09-2021
-
+


ლოს-ანჯელესის სკოლების საბჭომ მხარი დაუჭირა, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებისთვის COVD-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სავალდებულო შემოღებას, რათა ქვეყნის სიდიდით მეორე სასკოლო ოლქში მოსწავლეებმა საკლასო ოთახებში სწავლა შეძლონ. ამის შესახებ Associated Press წერს. 

ლოს-ანჯელესის გაერთიანებულ სასკოლო ოლქში (Los Angeles Unified School District), რომელშიც 600 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, ყოველ კვირას ყველა მოსწავლესა და სკოლის თანამშრომელს ტესტირებას უტარებენ, ასევე, როგორც შენობაში ისე ღია სივრცეში პირბადეების ტარებას სთხოვენ. მანამდე, ვაქცინაცია  სკოლის თანამშრომლებს უკვე დაავალდებულეს. იხილეთ: კალიფორნია აშშ-ს პირველი შტატია, სადაც მასწავლებლებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია შემოიღეს

ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, 12 წლის და უფროსი ასაკის მოსწავლეებმა, რომლებიც სპორტულ და სხვა კლასგარეშე ღონისძიებებში მონაწილეობენ, ვაქცინის ორი დოზა ოქტომბრის ბოლომდე უნდა გაიკეთონ. სხვა მოსწავლეებს დრო 19 დეკემბრამდე აქვთ. 

აღსანიშნავია, რომ ლოს-ანჯელესის ოლქის სკოლების საბჭოს წევრთა უმრავლესობამ გეგმას მხარი დაუჭირა და უწოდა წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი, იმისთვის რომ კლასები მოსწავლეებისთვის ღია დარჩეს.

იხილეთ ასევე: სავალდებულო ვაქცინაცია ამერიკელი პედაგოგებისთვის - ორ თვეში ვაშინგტონში ყველა აუცრელს გაათავისუფლებენ


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება