სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საინტერესო

რა უნდა გაითვალისწინონ პირველკლასელთან ურთიერთობისას მშობლებმა
10-10-2021
-
+


პირველი კლასი ერთ-ერთი რთული და გამოწვევებით სავსე პერიოდია, როგორც ბავშვის, ასევე მშობლის ცხოვრებაში. ცხოვრების ეს საფეხური ემოციებით და სიახლეებითაა დატვირთული. ამ დროს ბავშვისადმი მშობლის სწორი მიდგომა უმნიშვნელოვანესია, თუმცა ხშირად, მშობლები უნებლიე შეცდომებს უშვებენ.

Etaloni.ge გთავაზოვთ რჩევებს, რომლებიც პირველკლასელთან ურთიერთობისას უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა.

  • სრულყოფილების მოლოდინი

პირველი კლასი მეტად საყურადღებო და მნიშვნელოვანი საფეხურია ბავშვის ცხოვრებაში. პატარა ახალ გარემოში იწყებს თავის დამკვიდრებას. ბუნებრივია, ყველა მშობელს სურს მისი შვილი ყველაფერში საუკეთესო იყოს, მაგრამ ამის ხშირად ხაზგასმა და თქვენი მხრიდან დიდმა მოლოდინებმა, შეიძლება ბავშვის თვითშეფასებაზე უარყოფითად იმოქმედოს. თუ, ის ჩათვლის, რომ თქვენ იმედები და მოლოდინები გაგიცრუვათ, მიიჩნევს, რომ მას არ შეუძლია კონკრეტული რამის კეთება, მაგალითად კარგად სწავლა. ამიტომ, შეეცადეთ თავს არ მოახვიოთ ბავშვს თქვენი მოლოდინები და სურვილები. უბრალოდ დაარწმუნეთ, რომ მის ხელშია საკუთარი შესაძლებლობები - წარუმატებლობის შემთხვევაშიც კი.

  • ასწავლეთ, როგორ უნდა იყოს წარმატებული - არ შეასრულოთ დავალება მის ნაცვლად

წარუმატებლობა წარმატების დიდი ნაწილია. თუ ბავშვს არასოდეს მიეცემა შანსი დაუშვას შეცდომები, ვერ მიხვდებია რა განსხვავებაა წარმატებასა და წარუმატებლობას შორის. მან უნდა გამოიმუშაოს, თუ როგორ გამოასწოროს დაშვებული შეცდომა. ამიტომ, ნუ შეეცდებით მის მაგივრად შეასრულოთ დავალებები, იმის გამო, რომ ის მასწავლებელმა შეაქოს -  მომავალში დამოუკდიებლად გაუჭირდება დავალებების შესრულება და საკლასო ოთახშიც არ ეყოლება მშობელი, რომელიც დაეხმარება. მიეცით შესაძლებლობა დაუშვას შეცდომა, ოღონდ ასწავლეთ თავად, როგორ უნდა გამოასწოროს (მაგალითად წერის დროს). მშობლისთვის რთული სანახავია, როგორ ცდილობს ბავშვი კონკრეტულ პრობლემასთან გამკლავებას, მაშინ, როცა თავად  მარტივად შეუძლია მისი მოგვარება.  ბუნებრივია, ეს დიდ მოთმინებას საჭიროებს, მაგრამ გახსოვდეთ, თქვენი ვალდებულებაა დახმარება და არა მის ნაცვლად საქმის გაკეთება.

  • ეცადეთ თავი კომფორტულად აგრძნონინოთ

არსებობს ბევრი რამ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თქვენი ბავშვის დისკომფორტი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება რაღაც ახალს, მათ შორის სკოლას და ახალი მეგობრების შეძენას. არასასიამოვნო მომენტებმა შეიძლება მას მოტივაცია დაუკარგოს. ამიტომ, თუ ბავშვი სკოლამდე კარგად წერდა, კითხულობდა და ასაკის მიხუედავად, მეტ ინფორმაციას ფლობდა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ის საუკეთესო მოსწავლე იქნება. პირველ კლასში მნიშვნელოვანია სასკოლო სირთულეების გადალახვა, ის, რაც სიახლესთანაა დაკავშირებული. პირველ კლასელები ხშირად არიან დაბნეულები, გაოცებულები, გაკვირვებულები. თქვენ უნდა შეეცადოთ ასწავლოთ, როგორ მოიქცნენ თანაკლასელებთან და მასწავლებელთან და არ გაუბრაზდეთ თუნდაც იმაზე, რომ დავალების ჩანიშვნა დაავიწყდათ.

  • მასწავლებლის კრიტიკა

ძალიან დიდი შეცდომაა, როცა მშობლები ბავშვის თანდასწრებით მასწავლებელს აკრიტიკებენ. მაგალითად, კონკრეტული საკითხის სწორად ვერ გადმოცემის გამო. როგორც მშობელი, ასევე მოსწავლეც პატივს უნდა სცემდეს მასწავლებელს და იმ სკოლას, რომელზეც გააკეთა არჩევანი. თუ ბავშვი მშობლის მხირდან დაინახავს უპატივცემულობას, თავადაც იგივე მიდგომა ექნება, რაც მომავალში კიდევ სხვა პრობლემებს დაუდებს საფუძველს. ბავშვთან ნეგატიური შეფასებებისგან თავი უნდა შეიკავოთ.

  • ყველაფრის ცოდნის სურვილი

მშობელთა ნაწილი ბავშვს პირველი კლასიდან ატარებს სხვადასხვა წრზე, სპორტზე... სკოლა ისედაც სიახლეა ბავშვისთვის და თითქმის ყველას უჭირს თავიდან ადაპტირება. ამიტომ აუცილებელი არაა პირველი კლასიდან პარალელურად სხვა რამეზეც მიიყვანოთ, ჯერ ბავშვმა სკოლის სწორად აღქმა უნდა შეძლოს. ბევრი დატვირთვა ცუდად მოქმდედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, მათ არ უნდა დაკარგონ იმის განდცა, რომ ბავშვები არიან.

ზოგადად, სკოლისთვის ბავშვის მომზადება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. ყველა ერთხმად აღიარებს, რომ პანდემიით განპირობებული ონლაინ-სწავლება განსაკუთრებით რთული პირველკლასელთათვის გამოდგა - მათთვის ხომ მშობლიური ანბანის თავისებურებები უცხოა... სწორედ ამიტომ, აკადემიური დოქტორის გოჩა ტყეშელაშვილის ავტორობით, შეიქმნა „პირველკლასელთა აკადემია“ - ინოვაციური წიგნი + რვეული, რომელიც თითოეულ პირველკლასელს ცოდნის ტაძარში ამაყად შეუძღვება და ყველანაირი გამოწვევისთვის მოამზადებს.

დეტალები იხილეთ:

მუნიციპალიტეტები, რომელთა პირველკლასელებიც დისტანციურ სწავლებას სათანადოდ მომზადებულები ხვდებიან


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება