TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვინც, 60-კრედიტიან პროგრამას გაივლის, სკოლაში უფროსის სტატუსით შევა - დეტალური ინფორმაცია მასწავლებლობის მსურველებისთვის
25-08-2021
-
+


მასწავლებელთა გამოცდების შედეგები ეტაპობრივად ქვეყნდება. პედაგოგობის მსურველებმა, რომლებსაც დიპლომში „მასწავლებელი“ არ უწერიათ, გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემდეგ რომელიმე უნივერსიტეტში 60 კრედიტიანი პროგრამა უნდა გაიარონ.

პირებს, რომლებსაც მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა სურთ, ვურჩევთ, ხშირად ადევნონ თვალი სასურველი უნივერსიტეტის ვებგვერდებს, რადგან საბუთების მიღება რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება და დროის დაკარგვის შემთხვევაში კონკურსის მიღმა დარჩებით.

რას ნიშნავს 60-კრედიტიანი პროგრამა და რა პრივილეგია ენიჭება პირს, რომელიც აღნიშნულ საგანმანათლებლო პროგრამას გაივლის?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მაძიებელი პედაგოგებისთვის უფროსის სტატუსის მინიჭების საშუალებაა. პროგრამის გავლა ასევე შეუძლია მასწავლებლობის მსურველს, რომელიც საგნის (რომლის სწავლებაც სურს სკოლაში) გამოცდას წარმატებით ჩააბარებს.

მასწავლებლობის მსურველი, რომელიც 60-კრედიტიან პროგრამას გაივლის, სკოლაში უფროსის სტატუსით შევა.

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

  • საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

რა საბუთებია საჭირო უნივერსიტეტებში წარსადგენად?

ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) - ქართულ ენაზე;
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. 
გ) ცნობა საგნის გამოცდის ჩაბარების შესახებ გამოცდაზე რეგისტრაციის ნომრის, მიღებული და მინიმალური გამსვლელი ქულის მითითებით. მასწავლებლის სერტიფიკატის არსებობის  შემთხვევაში, სანოტარო წესით დამოწმებული მასწავლებლის სერტიფიკატის ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათის ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის –  დიპლომის –  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა  შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი; უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის).
შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

პროგრამაზე სწავლა ფასიანია თუ უფასო?

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლას სახელმწიფო აფინანსებს, თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კონკურსი დიდია. მსურველთა ნაწილი კი დაფინანსებულთა მიღმა რჩება. უნივერსიტეტთა ნაწილი პროგრამის გავლის მსურველებს ფასიან სწავლებასაც სთავაზობს, სრული ღირებულება კი 2 250 ლარია.

როგორ ტარდება შიდა გამოცდები უნივერსიტეტებში?

უნივერსიტეტები მისაღებად სხვადასხვა სახის შიდაგამოცდას გვთავაზობენ, როგორიცაა ესეს წერა და გასაუბრება. შესაძლოა, უნივერსიტეტმა საჭიროდ ჩათვალოს, რომ შიდა კონკურსისთვის ესეს წერაც და გასაუბრებაც - ორივე დააწესოს.

რა ისწავლება 60 კრედიტიან პროგრამაზე?

მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან პროგრამაზე საგნის სწავლების მეთოდები და პედაგოგიკა ისწავლება.

დისტანციურად სწავლა შესაძლებელია?

შექმნილი პანდემიური ვითარებიდან გამომდინარე სწავლება დისტანციურად მიმდინარეობდა, თუმცა აღნიშნულ საკითხს კონკრეტულად ის უნივერსიტეტი წყვეტს, სადაც ისწავლით.

ლექციის დროის შერჩევა შესაძლებელია?

აღნიშნულ პროგრამაზე სწავლის მსურველებს უნივერსიტეტები, ძირითადად, ხელს უწყობენ. ლექციის დროები ყველა უნივერსიტეტში სხვადასხვაა, ზოგან დილით ტარდება, ზოგან - საღამოს. აქედან გამომდინარე, სანამ სწავლას დაიწყებთ, კონკრეტული საკითხი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან გაარკვიეთ.

რომელ უნივერსიტეტებშია აღნიშნულ პროგრამაზე მიღება?

წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტი, ევროპის უნივერსიტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი.

 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გამოცდა 3 სექტემბერს NAEC-ში ჩატარდება - ვის ეხება ინფორმაცია და რა უნდა გაითვალისწინონ აპლიკანტებმა  

მე-11 კლასში მოსწავლეების რაოდენობა შემცირდება, სამინისტრო პედაგოგებს შეარჩევს და გადაამზადებს

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები იქნება - ცვლილება იმ აბიტურიენტებს ეხებათ, რომლებმაც მინიმალური ბარიერი ყველა საგანში გადალახეს

სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგები და სია ცნობილია - ქულათა გათანაბრების ცხრილი

მაგისტრანტების საყურადღებოდ - ვისთვისაა სწავლა უფასო და რატომ არის შეზღუდული ვადებში აკრედიტებული პროგრამები

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლის 18 კურსდამთავრებული საქართველოს სხვადსხვა უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ

„გვიხარია და ვამაყობთ, რომ სკოლა „ინტელექტის“ კიდევ ერთ ი მოსწავლე საკუთარ მომავალს საერთაშორისო ასპარეზზე ქმნის“

„სკოლის ადმინისტრაცია და პედაგოგები გულითადად გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპის დაწყებას“-„ინტელექტი“ სტუდენტობას ულოცავს კურსდამთავრებულებს

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან რობოტიკის კლუბი შეიქმნება - გაეცანით დეტალურ ინფომაციას

გაიცანით, განძის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები, რომელთა მიღწევებითაც ყველა ამაყობს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება