| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

23 იანვარს რუსთავში საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდება.
ტესტირების დღესთან დაკავშირებით, ჩემპიონატში ჩართული რუსთავის ყველა სკოლა უკვე ინფორმირებულია.
ტესტირება სკოლებში „ეტალონიდან“ მიწოდებული ტესტებისა და ინსტრუქციის შესაბამისად ჩატარდება.
მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასებს სხვადასხვა ტესტი დაურიგდებათ.
შესარჩევ ტურს თითოეულ სკოლაში „ეტალონის“ პედაგოგები გაუწევენ ორგანიზებას. ისინი დააკვირდებიან ტესტირების პროცესს და შეაფასებენ მოსწავლეთა ნაშრომებს.
მეორე ტურში გადასული მოსწავლეები 15 თებერვლის ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას და ერთმანეთს „რუსთავის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მოპოვებაში შეეჯიბრებიან.
ინტელექტ-შეჯიბრი ქალაქ რუსთავის მერიის და ა(ა)იპ „ახალგაზრდობის განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ ხელშეწყობით გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ „ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.
უფროსკლასელების საყურადღებოდ: იხილეთ წესები და ჩაერთეთ კონკურსში.
დეტალური და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მოგვწეროთ „ეტალონის“ Facebook გვერდზე: www.facebook.com/etaloni
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
დამატებითი რანჟირება აბიტურიენტებისთვის - განცხადების წარდგენის ვადას და ფორმას ადგენს NAEC-იის დირექტორი აქვეყნებს
დირექტორის შეფასებით, მიღწეული შედეგები სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეების ერთობლივი, მიზანმიმართული შრომის შედეგია
აზერბაიჯანულენოვან საშუალო სკოლაში წელს 13 პირველკლასელს ელოდებიან