სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ქუთაისის „ეტალონი მოსწავლე“ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსისგან ტრადიციულ სტიპენდიას წელსაც მიიღებს
02-08-2021
-
+


უკვე მეორე წელია, რაც საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ქუთაისის გამარჯვებულ მოსწავლეს რესურსცენტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი ყოველთვიურ სტიპენდიას უნიშნავს. ქალბატონი მაია 2021 წლის ფინალს დისტანციურად დაესწრო და   „ქუთაისის ეტალონ მოსწავლეს“ წელსაც დაუნიშნა სტიპენდია. გარდა ამისა, მან მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლების მიზნითგამარჯვებული სკოლისთვის „გარდამავალი თასი დააწესა“. მნიშვნელოვანია ის, რომ მაია ცქიტიშვილი „ეტალონ მოსწავლეს“ სტიპენდიას საკუთარი ხელფასიდან უხდის.

მაია ცქიტიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

„ყოველთვის ხმამაღლა ვამბობ, რომ „ეტალონი“ არის ეროვნული პროექტი, რომელიც დიდ სტიმულსა  და მოტივაციას აძლევს მოსწავლეებს. მის ფარგლებში ბავშვები სიღრმისეულად ეცნობიან  სხვადასხვა  საკითხებს, იძენენ ზოგად განათლებას და ცდილობენ საკუთარი თავის წარმოჩენას. აღსანიშნია, რომ წლებთან ერთად, „ეტალონი“ ვითარდება და მისი რეიტინგი იზრდება. დღეს ის ერთ-ერთი საუკეთესო, მოთხოვნადი და საჭირო პროექტია ქართულ რეალობაში. ვფიქრობ, რთულია „ეტალონს“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს.

სამსახურში მოსვლის დღიდან მიზნად დავისახე ახალგაზრდების წარმატებაში ჩემი წვლილის შეტანა. იქედან გამომდინარე, რომ „ეტალონი“ მოსწავლეებში პოპულარობით სარგებლობს, დავაწესეთ სტიპენდია - ქუთაისის „ეტალონ“ მოსწავლეს ერთი წლით ენიშნება ყოველთვიურად 100 ლარი.  შარშან მე-8 კლასელს დაენიშნა, წელს - მე-11 კლასელს. ამ ბავშვებს კიდევ აქვთ შანსი, რომ პროექტში მონაწილეობა მიიღონ და კვლავ გახდნენ სტიპენდიის მფლობელები. სკოლის მოსწავლისთვის ეს თანხა ბევრი თუ არა, ცოტაც არაა და დიდი მოლოდინი აქვთ ხოლმე, მეგობრებთან ერთად, როდის აიღებენ. ვფიქრობ, ამ მიდგომამ მოტივაცია აუმაღლა ბავშვებს და სურვილი გაუჩნდათ, თავადაც ჰქონდეთ საკუთარი ცოდნით მოპოვებული ყოველთვიური შემოსავალი.

რამდენიმე სკოლის თანამოაზრე დირექტორი გვყავს და მათთან ერთად სხვადასხვა პლატფორმა შევქმენით. მოსწავლეებში ცნობადობის ამაღლების და დაინტერესების მიზნით, დავაწესეთ „გარდამავალი თასი“, რომელიც გამარჯვებული მოსწავლის სკოლაში ერთი წლით დაიდებს ბინას. დავამზადეთ ქუდები და მაისურები, სადაც მოსწავლის სახელი, წელი და სკოლა ეწერება. წინა წლის გამარჯვებული სკოლა ახალ გამარჯვებულს გადასცემს თასს და ასე გაგრძელდება მომავალშიც. ამ მიდგომით დავამეგობრეთ 2020-2021 წლის ქუთაისის „ეტალონი მოსწავლეები“.

ეს წახალისება იმდენად საინტერესო და სახალისოა, რომ თასის გადაცემის დროს, სკოლის დირექტორები ხუმრობენ ხოლმე, რომ დროებით უთმობენ თასს სხვა სკოლას და მალე ისევ უკან დაიბრუნებენ. ზოგადად, მოტივაციისთვის წახალისება აუცილებელია, არა მარტო მოსწავლისთვის, არამედ ზრდასრული ადამიანისთვისაც.

გამარჯვებულ ბავშვებს ადგილობრივი თვითმართველობაც უწესებს საჩუქრებს და ვფიქრობ, ეს ყველაფერი მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადის ჩემპიონებს ყველა უნდა იცნობდეს

შემოდგომის სეზონზე 4 საგანში ჩატარდა და მასში II-XII კლასის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა მთელი საქართვლოდან

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

სიახლეები

აბიტურიენტების ცნობარი აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდება - ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ახალი დეტალები ცნობილია

სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები დაიწყო

ვაკანსიაზე განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 8 მარტია - რომელ რეგიონებში სურს ახალი კადრების მიღება მანდატურის სამსახურს

ცნობილია, ეროვნულებზე ჩასაბარებელი საგნები სწავლის სფეროების მიხედვით - დეტალები

განმსაზღვრელი / განმავითარებელი შეფასების მოდულში ცვლილება შევიდა - EMIS

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის  N4 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი თეა გურგენიძე პასუხობს

„მოსწავლეს პასუხისმგებლობას ვასწავლით მაშინ, როდესაც მას ვენდობით და ვაძლევ სივრცეს, რომ თავად გამოსცადოს საკუთარი ძალა“

„მოსწავლეს წარმატებისკენ უბიძგებს მასწავლებლის დადებითი განწყობა, წახალისება და მრავალფეროვანი გაკვეთილები“

„გაზაფხულივით მშვენიერ და მზესავით ნათელ ცხოვრებას ვუსურვებ ჩვენს პედაგოგებსა და ყველა ქალბატონს“

სკოლები

მოსწავლეებმა პრეზენტაციის ფარგლებში ისაუბრეს შაქრიანი დიაბეტის გამომწვევ მიზეზებზე

ისტორიის მასწავლებელი მოსწავლეებს ესაუბრა საქართველოს ოკუპაციასა და მის სავალალო შედეგებზე

საინტერესო

„ფორმა არა მხოლოდ მხოლოდ დაწყებითის, არამედ ყველა საფეხურის მოსწავლეებს უნდა ეცვათ“

„მობილურების შეზღუდვა სკოლაში არ ნიშნავს ბავშვთან კავშირის გაწყვეტას“

„დედის დღის“ აღნიშვნა სკოლაში არა მხოლოდ სასიამოვნო ტრადიცია, არამედ მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა ბავშვებისთვის, ისწავლონ მადლიერების გამოხატვა“

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება